суббота, 1 июня 2019 г.

17.05.2019.


წარმატებით განხორციელდა!
მოსწავლეზე ორიენტირებული, მრავალმხრივი, სახალისო და სასურველი აქტივობებით!
💓💓💓💓💓💓💓💓💓💓



ქართული მულტიპლიკაცია
მულტიპლიკაცია კინოხელოვნების ერთ-ერთი სახეა. ის მე-20 საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა. სიტყვამულტიპლიკაციალათინური წარმოშობისაა და გამრავლებას ნიშნავს. მართლაც, ეკრანზე რომ ნახატი ამოძრავდეს, ამისათვის ერთი ნახატის უამრავ სხვადასხვა მდგომარეობაში დახატვაა საჭირო, შემდეგ სპეციალურ აპარატში მათ სწრაფად გაატარებენ და ნახატიც ამოძრავდება. სწორედ ასე იქმნებოდა მოძრავი კადრები და თქვენთვის საყვარელი მულტფილმები. სულ რაღაც 8-10 წუთიანი ნახატი ფილმის სიგრძე 250-300 მეტრია. ამდენად, ასეთი ფილმების შექმნა მეტად შრომატევადი და ხანგრძლივი სამუშაოა. მართალია, მთავარი როლი აქ მხატვარს ეკუთვნის, მაგრამ მასთან ერთად უამრავი სხვა პროფესიის ადამიანიც მუშაობს: მწერლები, რომლებიც სცენარებს ქმნიან, კომპოზიტორები, რომლებიც მუსიკალურად აფორმებენ ფილმს, მსახიობები, რომლებიც თქვენს საყვარელ გმირებს ახმოვანებენ, რეჟისორები, ოპერატორები, მემონტაჟეები და მრავალი სხვა.

ანიმაციაზე საუბარი ამ სიტყვის ეტიმოლოგიით/წარმოშობით დავიწყოთ.
ანიმა ლათინურად აღნიშნავს  უფლით არის სავსეს, ანუ სულიერს.
ანიმაცია, შესაბამისად სულის შთაბერვას, გაცოცხლებას ნიშნავს.




"მულ­ტიპ­ლი­კა­ცია მეც­ნი­­რე­ბაა, რო­მე­ლიც შე­ის­წავ­ლის მოძ­რა­­ბის სა­­დუმ­ლოს"
   ქართული მულტიპლიკაცია ძალიან მრავალფეროვანი და ლამაზია. მას საფუძველი მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა. ქართული ნახატი ფილმების ფუძემდებელია მხატვარი და რეჟისორი ვლადიმერ (ლადო) მუჯირი. 1953 წელს მან გადაიღო პირველი ქართული მხატვრული მულტიპლიკაციური ფილმიარგონავტები“. ფილმის მთავარი მხატვარია ცნობილი ქართველი ხელოვანი ლადო გუდიაშვილი, კომპოზიტირი კი - შალვა აზმაიფარაშვილი.

   ქართული მულტფილმების სიუჟეტებად იყენებდნენ ქართულ ზღაპრებს, ქართველი და უცხოელი მწერლების მოთხრობებს, საგანგებოდ ქმნიდნენ ახალ ნაწარმოებებს. ასე ცოცხლდებოდნენ ბავშვების საყვარელი ზღაპრებისა თუ მოთხრობების გმირები და უფრო მეტად საყვარელი ხდებოდნენ თავად მულტფილმები.
  გარდა იმისა, რომ ნახატი ფილმები ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი საყურებელია, მათ სასწავლო-საგანმანათლებლო დატვირთვაც აქვთ. ისინი ბავშვებს მეგობრობას, სიკეთეს, სიყვარულს, თავდადებასაც ასწავლიან, უხვეწავენ გემოვნებას, აჩვევენ კარგისა და ცუდის გარჩევას.

   ქართული მულტფილმებიდან განსაკუთრებით გამოირჩეოდა ორმოცდაათიანი წლების, ქართული ანიმაციის ,,ოქროს ხანად“ წოდებული ნახატი ფილმები: ჩხიკვთა ქორწილი, მას ანიმაციის შედევრსაც უწოდებენ. მულტფილმის პერსონაჟები რეალური ადამიანების პროტოტიპები ყოფილან, ავტორს წრუწუნას ცეკვა გიორგი შავგულიძის გასმისთვის მიუმსგავსებია ფილმში ,,ქეთო და კოტე“. მნიშვნელოვანია მტრობა, რომლებიც რეჟისორმა . ხინთიბიძემ გადაიღო, ასევე . ბახტაძის ხელმარჯვე ოსტატი“, საყვირის შემდეგ“.

   კიდევ უფრო ნაყოფიერი გამოდგა 60-იანი წლები, როცა შეიქმნა ბავშვებისათვის მეტად საყვარელი და ახლობელი ნახატი ფილმები - წუნა და წრუწუნა“, ნახევარწიწილა, სათაგური და მრავალი სხვა.

     მომდევნო წლებში კიდევ მრავალი ნახატი ფილმი შეიქმნა, რომელთაგან ბავშვების განსაკუთრებული სიყვარული ერგოთ: მე წვიმად მოვალს“, მგელი და კრავს“, „ტყის კვარტეტს“, „სიზმარას“, „ბატი ტასიკოს“...
ქართულ ფილმშინახატი ფილმების გარდა იქმნებოდა თოჯინური ფილმებიც. პირველი ასეთი ფილმი სახელწოდებით ნიკო და სიკო რეჟისორმა . გედევანიშვილმა გადაიღო 1961 წელს. შემდეგ კი . სულაკაურმა შექმნა ფილმები: გოგონა და შადრევანი“, „ძილისგუდა“, „ბომბორა“.

   ქართულ მულტიპლიკაციურ ფილმებს მრავალ ქვეყანაში უჩვენებდნენ. მაღალმხატვრული ღირსებების გამო ქართული ნახატი ფილმები არაერთხელ დაჯილდოვებულა სხვადასხვა საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალებზე


საინფორმაციო მასალა სასკოლო კვირეულისთვის -,,ქართული მულტიპლიკაცია“, მოამზადა სსიპ აკაკი კივილაძის სახელობის მე-8 საჯარო სკოლის დაწყებითი (I-IV) საფეხურის  მასწავლებელმა, ლალი პაპოშვილმა.
მედიარესურსი:









2 комментария:

  1. მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო კვირეული იყო ჩვენს სკოლაში, სხვა კვირეულებს შორის. ბავშვები ეზიარნენ ქართული მულტფილმების არსს, რითაც ძალიან მოხიბლულები დარჩნენ. დიდი მადლობა ამისთვის ლალი მასწავლებელს! ❤❤❤

    ОтветитьУдалить