ღონისძიებები

26. 12. 2018             
                                       ვაჟა-ფშაველა                                    
   ,,სათაგური"




 ,, სათაგური“
პიესა

ვაჟა-ფშაველას მოთხრობა ,,სათაგურის“ მიხედვით

2018 წელი


სცენა 1
მთხრობელი - 1 
 -  საღამო იყო. ესტატე ქალაქიდან შინ ბრუნდებოდა. ცხენს მედგრად მიაჭენებდა. სურდა დაღამებამდე შინ მისულიყო რადგან  მეორე დღეს შობა თენდებოდა და ჩქარობდა. ცხენიც თავს არ ზოგავდა და მიქროდა გზაზე.  
-  ესტატემ ცხენი სახლთან ახლოს მიაყენა და დაიძახა ;

მთხრობელი - 2  
 ძია ესტატე მეტისმეტად კეთილი და სათნო ადამიანი იყოიმისაგან წყენა სოფელში არავის ახსოვდა. მხიარულიღაჟღაჟამუდამ მოცინარიმოჩხუბართა შერიგებაში აუცილებელი შუაკაცი იყო და ლხინში - თამადა.

 ესტატე  -  ოჯახიშვილებოგამოიხედეთსტუმარი არ გინდათ?

ეფემია - გაგონილა კაცო , ამ შუაღამისას სიარული? ნადირისა მაინც არ გეშინია ? მოვკვდი ნერვიულობით, დავიღალე ქალი შენს ლოდინში.

ესტატე  - ქალო , ეფემია , ნადირი მე რას შემაშინებს ? განა მე ნადირი მერჩის სამგლე და ნადირის შესაჭმელი ხალხი ცოტაა განა 
  - პაპა მოვიდა , პაპა . ( ბიჭი )
  - პაპაა , როგორ მოუთმენლად გელოდით . ( გოგო)
  პაპასათაგური არ მოიტანე ჩუსტებიწუღებისაკაბე?
ესტატე - ყველაფერი მოგიტანეთ , ყველაფერი , შვილებო . აი , ჯერ ეს მიირთვით . - ამბობს და კანფეტებს მაგიდაზე ყრის .

შემოდის რძალი სოფიო - აი , გეთაყვა ცხელი ჩაი მიირთვი. შეციებული იქნები . მოდით აქეთ, ბავშვებონუ აწუხებთ პაპასჭკვიანად დასხედითსჯობს გაართოთ და თავი მოაწონოთ ლექსებით, გამოცანებით.
-         პაპა, გინდა გამოცანები გითხრათ? (აქ ბავშვები ამბობენ გამოცანებს, ლექსებს. ცეკვავენ ,,ცანგალა და გოგონას’’)

-         ქურქს მოისხამს არემარე

ქათქათას და ფაფუკს,ცხრათვალა მზე დახედავს დაქურქი ქრება! ფაფუ!
ვიციგაოთ, ვისაც უნდა,
გამოვძერწოთ თოვლის კაცი-
დავამრგვალოთ დიდი...
დგომით როდი იღლება,
ყინვა უფრო ახარებს,
მზეზე ცრემლად იღვრება.
ტკბილი ჩოხა ჩავაცვი.
შიგ ასფურცელას ჯარია,
ახალი ამბის სათქმელად
გამზადებული არიან.
ჩუმად რომ დაიარება,
კატის კნავილს თუ გაიგებს,
იმწამსვე დაიმალება?
პატარა მოუსვენარი,
ზოგჯერ მალამოდ სახმარი,
ზოგჯერ გველივით მკბენარი.
მას ხელი არ ეკიდება,
არც წართმევა შეიძლება
და არც ფულით იყიდება,
მოხუცი თუ ახალგაზრდა
ამ სიმდიდრით იდიდება.
საშობაო       
ქრისტე იშვა ბეთლემსა.შენ გელოდა ეს ქვეყანა,შენ მაღალს და შენ ერთსა!..თოვლი მოდის და ზეციდან
მადლი გვათოვს სიცოცხლის,თუ ჩვილ უფალს ღვთისმშობელი
კეთილ თვალებს გიკოცნის?!.უფალოკაცის ცოდვილ
სულის შველად მოსულო,
-

-ქრისტე იშვა!
-

-ქრისტე იშვა!საქართველო ლოცულობს!

-         მოდი, თოვლში ვითამაშოთ,

-         პირში ჩიბუხგაჩრილი

-         თხილის მძივი ავაცვი,



გავაღე წინა კარია,
ის რომელი ცხოველია,
ჭკუა-გონების ფარ-ხმალი,
ერთი სახის სიმდიდრეა,

ესტატე ხურჯინიდან სათაგურსს იღებს. ყველა განცვიფრებული შეჰყურებს . ესტატე სათაგურს ლებანს აბნევს და სცენის შუაში დგამს .

ესტატე - ესეც სათაგური.  ვნახოთ ერთი რამდენ თაგვს დაიჭერს. აი ახლა კი ჩვენი ზამთრის ნობათი დაცული იქნება თაგვებისაგან .

ეფემია - მაშ არაშენ დაიჭერ თაგვსამეხი კი ჩაგარტყი მაგ თავში! - მთელი წელიწადია თვალ-ყურს ვადევნებ და მე ამის დაჭერილი თაგვი ვერა ვნახე.
კატა - მიაააავ, მიაააავ! ჩემზე ბრძანებთ ქალბატონო ეფემიავ? აი, თაგვების სინსილა ერთიანად გაწყდა. ეგღა მაკლია მაგათ ვდიო კუდში. მიააავ, მიააავ, მე ხომ რძე უფრო მიყვარს საზიზღარ თაგუნებზე მეტად. კამფეტები? მიყვარს ჩავიხუტებ გულში. ბუხართანაც ვთბები, ვიზმორები დიდხანს. მიააავ, მიაავ რა ვქნა რძე მართლა მიყვარს საზიზღარ თაგუნებზე მეტად. უჰ, რამდენი საქმე მაქვს, სად მცალია თქვენთვის ნეტავ? მიააავ, მიაააავ!
რძალი - წავიდეთ ბავშვებო დავიძინოთ.  ლამაზი სიზმრები ვნახოთ. უკვე გვიანია, ხვალ დიდი დღეა, შობა თენდება.
ოცდახუთსა დეკემბერსა




 მთხრობელი - 1
 მცირე ვახშმის შემდეგ დაიძინესბავშვებმა საშობაო საჩუქრები ბალიშ-ქვეშ ამოიდეს... ბუხრის წინ მხოლოდ კატა სთვლემდა, ხოლო ბუხრის გვერდზე ლობიოს სადუღარი მოჩანდა სახელოვანი ციცხვითყორნის ბოლოსავით გაშავებულ სარქველიანად.
მთხრობელი - 2
თაგვების ჯავრის ამოყრის იმედი, ყველამ სათაგურზე დაამყარათვალსაჩინოდ წარმოიდგინეს თუ როგორ შეძვრებოდა თაგვიროგორ დაუწყებდა ცუცნას ლებანსმახე როგორ დასხლტებოდა და მოამწყვდევდა შიგ ავაზაკს.

სცენა 2
მთხრობელი  1
 - სათაგვეთის სამეფოში დიდი ჩოჩქოლი ატყდა. განჯინიდან ყნოსვის დამატკბობელი, არაჩვეულებრივიგულის წარმტაცი,  სურნელი შემოდიოდა თაგვების მთელი რაზმი დაიძრა ამბის გასაგებად .

მთხრობელი 2
 - თაგვების რაზმს წინ მიუძღოდა სახელოვანი ფიცხელა , განთქმული სიმარდითა და ვაჟკაცობით. მას უკან მოსდევდა ცქმუნა , ცელქა , ფხორა,  კუდა. დანარჩენი თაგვების სახელს ვინ ჩამოთვლისმთელი გუნდი იყოსულ რჩეული ვაჟკაცები.
     
თაგვები გარს უვლიან განჯინაში ჩამდგარ სათაგურს . 
ფიცხელა  -ბიჭებო, აქ რაღაც ოინია. ეს მშვენიერი სუნიც ..... სწრედ აქედან მოდის .
ცქმუნა - ოჰოჰოჰოჰოოოო, ეს რა სურნელია ძმებო! გაიხარე ესტატე პაპავ, ალბათ ქალაქიდან ჩამოგვიტანა შობის მოსალოცად. პირს ცაიტკბარუნებენ თაგუნებიო.

ცელქა - დაიცააა!  ჩვენს სამტროდ არ იყოს მოგონილი , რაღაც ჩემი  გული და თვალი არ ენდობა .

ფიცხელა - აბა , რას იტყვით , გაბედავთ ვინმე შიგ შესვლას თუ ვერა ?

კუდა - მოდი, მოვერიდოთ, თავი გავანებოთ. გული მგოოონი ცუდს მიგრძნობს .

ფხორა - მართალია კუდა . ხომ გაგიგონიათ ნათქვამია:  ,, თაგვმა  თხარა,  თხარაო, კატა გამოთხარაო“.

ფიცხელა - ჰაი , თქვე ლაჩრებო თქვენა! ეგაა თქვენი ვაჟკაცობა , მე ეს გმირობა ჩავდინე , მე ისაო ? აი მე შევალ და ნახეთ რა ბიჭია ფიცხელა !
ამ დროს ტკაცუნი გაისმება და ფიცხელა მოჰყვება სათაგურში . თაგვები აქეთ - იქით გაიფანტებიან .

მთხრობელი 1 -  თავზარდაცემული თაგვები დაფრთხნენ. ეგონათ იმათაც გამოუდგებოდა  სათაგური . ფიცხელაც მიხვდა თავის შეცდომას  და განრისხებული ყვიროდა.

ფიცხელა  - ჰაი თქვე მოღალატენოთქვენა! - გაიქცენდაიმალნენროდი მოდიან და მეშველებიან. ერთ-ერთი მაინც მოდით ანდერძი დაგიტოვოთ.
-         ანდერძიოოო?
მთხრობელი 2 - დიდ საგონებელში ჩავარდა თაგვების მთელი გუნდი . ზოგნი ღმერთს ეხვეწებოდნენ დაეხსნათ მათი მეგობარი . ზოგნი მავთულებს ღრღნიდნენ .

 ცქმუნა - ძმებო , მე ძალიან კარგი ხერხი მოვიგონე . ვიტყვი და თუ თქვენც დამეთანხმებით გამიხარდება .  
თაგვები  ერთად -თქვი რაღა !

ცქმუნა - იცით რას ვფიქრობ ?ეს წყეული მანქანა სადმე უნდა გადავკარგოთ ! გეგმა ასეთია ; წავიღოთ სოროსკენ და იქ დავამტვრიოთ , თორემ განა მარტო ამას გვაკმარებს ?  სხვა ზარალსაც გვაჩვენებს .

ეცა - სჯობს ცქმუნას დავუჯეროთ, მხცოვანი თაგვია. ბევრი უნახავს და გამოუცდია.

ბეცა - მართალს ამბობს ცქმუნა, წავიღოთ, გადავკარგოთ, მოვაშოროთ აქაურობას, ხალხოოო ვუშველოთ ფიცხელას!
თაგვები ყველა ერთად  -   შესანიშნავი აზრია !
იწყებენ სათაგურის გათრევას . ერთმანეთს კუდზე ეჭიდებიან .
                                               


სცენა 3
მთხრობელი-1
    ის იყო გათენდაროცა თაგვებმა სათაგური თავიანთ საძრომ-სათარეშო ხვრელთან მიათრიეს და რაც ძალი და ღონე ჰქონდათ წრიპინებდენწრუწუნებდენამხნევებდენ ერთიმეორესბეჯითად გაეწიათ და აეთრიათ სათაგურიმაგრამ ვერაფერს ხდებოდენვერ მოისაზრესრომ სათაგური ხვრელში არ გაეტევოდა და მაინც თავებს აკლავდენ.

მთხრობელი - 2
პაპა ესტატეს ოჯახი შობას ზეიმობდა. ყველანი ერთად შეკრებილიყვნენ. სუფრა სავსე იყო ათასნაირი საჭმელ-სასმელითა და ტკბილეულით. ის ის იყო სუფრას უნდა შემოსხდომოდნენ, რომ შობის მახარობლები გამოჩნდნენ ...
 ეფემია -მობრძანდით, მობრძანდიიით სტუმარი ღვთისაა!

სტუმარი 1 - მოგვილოცნია შობის დღესასწაული. უფალმა ხვავი და ბარაქა არ მოაკლოს თქვენს ოჯახს. ,,შემოვდგით ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩვენი, კვალი ანგელოზისა“.
სტუმარი -2
ღმერთმა ისე აგაშენოთ, როგორც შიოს მარანიო,
პური, ღვინო, ბევრი მოგცეთ, შემრგო, ტკბილი, ალალიო,
ჭირნახული, ხვავ-ბარაქა და წყალობა მრავალიო...
ოქრო - ვერცხლი დიდი სკივრით, გრძნობა-გული ხალასიო
ათი ვაჟიშვილი მოგცეთ, ათივ კარგი ვაჟკაციო,
ლოცვა ყველას შეგეწიოთ იოაკიმ- ანასიო! გაგიმარჯოოოთ! (დაცლის ფიალას)


სტუმარი 3 - რა რიგ სასიამოვნოა, ამგვარ მასპინძელთან სტუმრობა , რომელსაც სული არ ენანება ადამიანისათვის .

სტუმარი 4 - ჩვენი ლამაზი ქვეყანა მინდა დავლოცოთ ხალხო, უფლის ნაბოძებია და მოფრთხილება უნდაა.

დღეგრძელი იყავ, მამულო,
არ მოგკლებოდეს ნათელი,
შენს დაძახილზე ყოველ ჟამს
ერთად დგებოდეს ქართველი.

გიძღოდეს ჯვარი ვაზისა,
ანბანი ფარნავაზისა,
ღმერთმა გიმრავლოს შვილები,
შოთას ჭკუის და აზრისა.

შენი მიწა და შენი ცა,
ათასმა მტერმა დანისლა.
დაეცეს ყველა ორგული,
შენთვის მსურველი ავისა.


არ მოგიშალოს ტრფიალი
შენი დღის, შენი ღამისა.
დღეგრძელი იყავ, მამულო,
წილხვედრო მარიამისა!


ესტატე - ქალო ეფემიავაბა ყური დაუგდე ამ განჯინაში რაღაც ხმაურია .

ეფემია  - ამ ფაციფუცში სათაგური სულ მთლად გადამავიწყდა. (მიდის აღებს განჯინას და რას ხედავს თაგვი გაბმულა . იწყებს წივილს ) - ვაიმე თაგვი, თაგვი გაბმულა.
სტუმარი 5 - ბატონებო მე . როგორც თამადა , ვათავისუფლებ ამ თაგვს.

 სტუმარი 6 - შეხედეთ, ეს თაგვიც ალბათ რამით გამორჩეულია რადგანაც თაგვები ასე გვერდით დასდგომიან.

მთხრობელი  - ასეა მეგობრებო , ნათქვამია მეგობრობა და თანადგომა უფლისგან ნაბოძები ნიჭია , რომელსაც დახვეწა და განვითარება სჭირდება . დღეს კი შობაა, უფლის დღე! ხოდა, ვიცოდეთ ერთმანეთის გატანა, გვიყვარეს ერთმანეთი . სიყვარული ის ძალაა რომელიც მთებს გადადგამს ... 
             

      
15.12.2015.
გოდერძი ჩოხელი
,,ცასწავალა"
ლიტერატურული სასამართლო




08. 06.2016.

ფიროსმანი- ლოდინით დაღლილი ტალანტი 











30.03.2019
დარგე ხე 💗💗💗
ბავშვები ,,მზის სახლიდან"
































Комментариев нет:

Отправить комментарий