პროექტი-,,პანდა,ჩემი ფუმფულა მეგობარი"

25.06.2013.


20132013 წლის ივნისში, ,,პარტნიორები განათლებაში"- (Microsoft, intel, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, USAID, G-PRIED, ბრიტანეთის საბჭო) ორგანიზებული ,,ვირტუალური საკლასო ტური, საქართველოს ფორუმი 2013", წარდგენილი იყო ჩემი და ჩემი მოსწავლეების მიერ განხორციელებული სასწავლო/სოციალური პროექტი, ,,პანდა-ჩემი ფუმფულა მეგობარი", რომელიც გამარჯვებულად გამოცხადდა ნომინაციაში-სასკოლო საზოგადოების რჩეული. გადმომეცა დიპლომი და ფასიანი საჩუქარი ,,სმარტფონი".

 








                                        
                                                        
   გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის ავტორი:
ლალი პაპოშვილი-მე-8 საჯარო სკოლა
თემა:
,,ჩემი ფუმფულა მეგობარი“___ პანდა.
სწავლების საფეხური:
პირველი
საგანი:
ქართული ენა/ბუნება
კლასი:
პირველი
მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი:
22 მოსწავლე.
1 მოსწავლე განს. საგანმანათლებლო საჭირ. მქონე.
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები:
▪ შეძლოს გადმოსცეს ინფორმაცია ნაცნობ თემაზე. ▪ გადმოსცეს როლის შესატყვისი ინფორმაცია და ჟესტი. ▪ შეაფასოს პერსონაჟის ქცევა.
▪დამოუკიდებლად გაიგოს სავარჯიშოს პირობა.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორი
▪ ქართ.1.2 .მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემაზე.
▪ ქართ.1.4 .მონაწილეობს ინსცენირებაში ირჩევს როლის შესატყვის ინტონაციას და ჟესტ-მიმიკას. აფასებს პერსონაჟს და მის საქციელს.
▪ ქართ.1.8. დამოუკიდებლად იგებს სავარჯიშოს პირობას.
▪ ბუნ.1.5.აღწერს ცხოველთა ქცევას,გადმოსცემს მისთვის საინტერესო ისტორიას დ აკეთებს ჩანახატებს.
▪ ისტი
თანმიმდევრობა  (აქტივობა და დრო)
                                          1 აქტივობა
მოთელვა/მაპროვოცირებელი კითხვა__ თუ იცით რატომ გვეძახიან ჩვენ ადამიანებს ,, დედამიწელებს“? ბავშვები პასუხობენ დასმულ შეკითხვას. ამის შემდეგ კი იწყებენ საუბარს დედამიწის სიკეთეზე, მის ჩვენდამი მზრუნველობაზე.მოსწავლეები ასაბუთებენ თუ რატომ უნდა გვიყვარდეს დედამიწა და ბოლოს აკეთებენ დასკვნას____,, დედამიწა ჩვენი სახლია“. აქტივობას თან სდევს თემატური სლაიდშოუ დიდ ეკრანზე.(პროექტორით)( 10 წთ)

                                        2 აქტივობა
ინსცენირება,,მტირალა დედამიწა“___დედამიწზე ასეთი პოზიტიური აქტივობის შემდეგ კლასში ისმის ტირილი და დედამიწის როლის შემსრულებელი,შესაბამისი რეკვიზიტებით აღჭურვილი მოსწავლე იქცევს კლასის ყურადღებას.ის ბავშვებს უყვება რომ დედამიწა გასაჭირშია და მას დახმარება უნდა.კითხვაზე თუ რატომ ტირის იგი პასუხობს:მანაგვიანებენ,ცხოველებს მიკლავენ,სიცხეც მაქვს.(მიანიშნებს გლობალურ დათბობაზე,ნათურებს უსარგებლოდ ნუ ანთებენ ადამიანებიო) დედამიწას სიცხეს ვუზომავთ დიდი თერმომეტრით(ხელთნაკეთი რეკვიზიტი) და ვუწერთ რეცეპტს.

                                        რეცეპტი
,,ანტიმონადირეს, ნაგავმქრობს, სდექდათბობას და პლასტმასს დავუმატოთ, ჩვენი ხელების სითბო, ფიქრი და გულისთქმა, კარგად ავურიოთ და გავათბოთ 36.6 0- მდე. ამის შემდეგ მივიღებთ უნიკალურ პრეპარატს - „შაქარპლანეტა“.
  
   შემდეგ დედამიწას ვთავაზობთ დახმარებას იგი გვთხოვს, რომ გადავურჩინოთ ფუმფულა პანდები. (5 წუთი)

                                          3 აქტივობა
პროექტის მსვლელობის დროს მოპოვებული მასალების პრეზენტაცია.ამბების მოყოლა პანდებზე, მის საცხოვრებელ გარემოზე, გარეგნობაზე, მათ ქცევაზე და იმაზე თუ რატომ დავინტერესდით მათით. (10 წუთი)

                                            4 აქტივობა
სლაიდშოუ - „პანდები“. (3 წუთი)

                                            5 აქტივობა
ინსცენირება „მამიკოს ნებიერა“, სლაიდშოუში ცოცხალი პანდების ნახვით მოხიბლული გოგონა ეძახის მამას და ითხოვს პანდის ბელს, სათამაშოს დაბლა აგდებს და ჭირვეულად სთხოვს მამას სურვილის შესრულებას, მამაც პირდება რომ აუცულებლად ეყოლება ცოცხალი ბელი. აქვე გაიმართება პერსონაჟების ქცევის განხილვა/შეფასება. მოსწავლეები  აქვე გადმოსცემენ ინფორმაციას იმაზე თუ რა კეთდება თანამედროვე მსოფლიოში გიგანტური პანდების დასაცავად. აქვე წამოიწევა საკითხი  თუ რა გახდა მიზეზი ჩვენი ამ თემით დაინტერესებისა. (4 წუთი)

                                            6 აქტივობა
 შემაჯამებელი სავარჯიშოების შესრულება ბუკში. (5 წუთი)

გაკვეთილის ბოლოს პროექტის მატერიალური, სოციალური და ინტელექტუალური სარგებლის წარდგენა, ასევე ბავშვთა სახლში სტუმრობის ფოტო და ვიდეო მასალის ჩვენება.




გაკვეთილზე აქტივობის ორგანიზაციის ფორმა:
ინდივიდუალური
რესურსები
რეკვიზიტები ინსცენირებისათვის. საკლასო ოთახის მოწყობა ბამბუკის ტოტებით, სათამაშო პანდები, პროექტორი, ეკრანი, ბუკი.

შეფასება
შეძლეს მოსმენილი მასალის ვიზუალურთან დაკავშირება, კარგად გადმოსცეს პერსონაჟის ხასიათი ჟესტის და მიმიკის გამოყენებით. შეძლეს გაეგოთ ინსტრუქციის შინაარსი.


პროექტის დასრულების შემდეგ ბავშვების მიერ გამოთქმული სურვილები:
„პანდა - ჩემი და ჩინეთის მეგობარი“.
„ყველაზე საყვარელი და გულთბილი დათუნია“.  
„ჩემი შავ-თეთრი ბაჯბაჯა“.
„პანდა ჩემი ფუმფულა მეგობარი“.
„მე შენთან თამაში მინდა“.
„სიზმარში პანდებთან ერთად ვთამაშობდი“.
„ძალიან მინდა ჩაგეხუტო“.
„ბამბუკის ტყეს გავაშენებ და საქართველოში ჩამოგიყვან“.
„უკვე ძალიან შემიყვარდი“.
„შენ ჩემი საოცნებო დათუნია ხარ“.
„დიდი რომ გავხდები ჩინეთში წავალ და პანდას ვინახულებ“.
„სიზმარში მაინც მოდი ჩემთან“.
„მართლა ასეთი რბილი და ფუმფულა ხარ?“.
„ბევრ ბამბუკს ვიყიდი და გამოგიგზავნი“.
„მე დედიკოს ვთხოვ, რომ პანდას ფორმა მიყიდოს“.
„აუცილებლად ვიყიდი სათამაშო პანდას“.
„მე მინდა საქართველოშიც ცხოვრობდე, ზოოპარკში მაინც“.

პროექტი---,,ჩემი ფუმფულა მეგობარი“---  ნაბიჯები
▪   იდეა___ თემის გლობალურობიდან გამომდინარე გაჩნდა იდეა,  პანდები გადაშენების პირას არიან და მათ მთელი მსოფლიო იცავს.
▪  კლასში დაისვა მაპროვოცირებელი კითხვა__ რა იცით პანდების შესახებ?
▪  დაინტერესება  აღმოჩნდა დიდი__ მეორე დღეს ბავშვებმა მოიტანეს ილუსტრირებული წიგნები და სათამაშო პანდები.
▪ იმავე დღეს მიეცათ დავალება.
1.მოიძიეთ ინფორმაცია პანდების შესახებ.
▪ დავალება 2. დახატეთ პანდები.
▪ ნახატებით გავაკეთეთ ხელთნაკეთი წიგნი/ალბომი.
▪ დაგროვდა დიდი მასალა, გაიგეს ბავშვებმა ისიც თუ რატომ დავინტერესდით მათით. ის რომ გადაშენების პირას არიან და დაცვა სჭირდებათ.
▪ გაჩნდა სურვილი სხვებსაც გავაცნოთ ეს ინფორმაცია და დავანახოთ პრობლემა.
▪ ამ მიზნით ვესტუმრეთ მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლს სოფ. გლდანში.
▪ გადავეცით სიმბოლური საჩუქარი, დიდი პლუშის სათამაშო პანდა და ტკბილეული.
▪ მოვაწყეთ პრეზენტაცია, მოვუყევით მათ პანდების შესახებ და ვაჩვენეთ სლაიდშოუ.
▪ პროექტის ფარგლებში ამ სტუმრობას დიდი სარებელი ჰქონდა, ინტელექტუალური, სოციალური და მატერიალური.მივიღეთ ის რომ: ბავშვების გაყინულ უემოციო სახეებზე ღიმილი დავინახეთ, პრეზენტაციის შემდეგ კი თემის ირგვლივ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხეს.
▪ სამ კვირიანი მუშაობის შემდეგ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი სადაც მოხდა ბავშვების მიერ ჩატარებული მასშტაბური სამუშაოს წარდგენა.





Комментариев нет:

Отправить комментарий