სამოდელო გაკვეთილები


გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა /
 ჩატარების დრო
მგელი / საინფორმაციო ტექსტი
21. 12. 2018
საგანი
მასწავლებლის სახელი და გვარი
ქართული ენა / ბუნებისმეტყველება
ლალი პაპოშვილი
სწავლების საფეხური/კლასი
დაწყებითი / III კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა / პროფილი
28 მოსწავლე - ტიპური განვითარების; სსსმ კლასში არ ირიცხება.

სამოდელო გაკვეთილის ტიპი:

ინტეგრირებული;
ინტეგრირებული სწავლება სინთეზური აზროვნების განვითარების საუკეთესო საშუალებაა




ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები

ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.

ბუნ.III.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს ძუძუმწოვრების ზოგადი დახასიათება.
სასწავლო მიზნები და მისაღწევი შედეგები


 მიზანი:
მხატვრული და საინფორმაციო ტექსტის განსხვავება;
მნიშვნელოვანი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გარჩევა ტექსტიდან;
ტექსტის შედგენა მიღებული ინფორმაციით;
შედეგი:
· ტექსტში ეძებს, პოულობს და აჯგუფებს კონკრეტულ ინფორმაციას.
· აგროვებს ინფორმაციას ძუძუმწოვარი ცხოველების შესახებ.
· აკვირდება და აღწერს ცხოველების ზოგიერთ გარეგნულ ნიშანს; (მაგ., სხეულის ზომა, ფერი, საფარველი) ახასიათებს თვისობრივი ნიშნების მიხედვით.
 · აღწერს ცხოველთა ქცევას (მაგ., ხროვებად გაერთიანება, შთამომავლობაზე ზრუნვა)


მეთოდი



● ვენის დიაგრამა;
● ვმვ -სქემა;
● მონიშვნებით კითხვა;


გაკვეთილის აქტუალობა


მოსწავლეები ისწავლიან ერთი თემის/საგნის მეორესთან დაკავშირებას. ეს ხელს უწყობს ცოდნის გამთლიანებასა და ასევე, შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანას, ტრანსფერს“.  შეიძენს  ცოდნას გარემოსდაცვითი კულტურის ასამაღლებლად. ისწავლის საინფორმაციო ტექსტიდან  მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოღებას.


უნარები

  გამოიმუშავებენ: უცხო, საინფორმაციო ტექსტში მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოცნობისა და მონიშვნის უნარს. ასევე, ცხრილებისა და სქემების გამოყენების  უნარს დავალებების სწორად შესრულებისთვის.

  



მოსწავლეთა წინარე ცოდნა

   შეუძლიათ: საუბარი ხმამაღლა და გარკვევით, კითხვაზე პასუხის გაცემა, ტექსტის დამოუკიდებლად კითხვა და გაგება.  საინფორმაციო და მხატვრული ტექსტის ამოცნობა.  ძუძუმწოვარი ცხოველების დახასიათება გარეგნული ნიშნებითა და თვისებებით.

აქტივობები

მხატვრული და საინფორმაციო ტექსტის  მსგავსება და განსხვავება; ,,ვენის დიაგრამა’’.
● ,,ვმვ“ სქემის შევსება;
● საინფორმაციო ტექსტის კითხვა ჩემ მიერ;
● მონიშვნებით კითხვა მოსწავლეების მიერ;
●  მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოღება ტექსტიდან, ცხრილის დახმარებით;
● ტექსტის შედგენა მიღებული ინფორმაციით.




თითოეული აქტივობისთვის საჭირო დრო


მხატვრული და საინფორმაციო ტექსტის  მსგავსება და განსხვავება;  ,,ვენის დიაგრამა“. (10 წუთი)
● ,,ვმვ“ სქემის შევსება; (5 წუთი)
● საინფორმაციო ტექსტის კითხვა ჩემ მიერ; (10 წუთი)
● მონიშვნებით კითხვა მოსწავლეების მიერ;(5 წუთი)
●  მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოღება ტექსტიდან, ცხრილის დახმარებით; (8 წუთი)
● ტექსტის შედგენა მიღებული ინფორმაციით. (5 წუთი)
● შეფასება; (2 წუთი)

თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი



მხატვრული და საინფორმაციო ტექსტის  მსგავსება და განსხვავება; ,,ვენის დიაგრამა“.
შედეგი:
ასახელებს მხატვრული და საინფორმაციო ტექსტის მსგავს და განსხვავებულ ნიშნებს. იცის  ,,ვენის დიაგრამის’’ გამოყენება.

● ,,ვმვ“ სქემის შევსება;
შედეგი:
იხსენებს წინარე ცოდნას, სწავლობს ახალს და სურვილი უჩნდება იცოდეს უფრო მეტი.

● საინფორმაციო ტექსტის კითხვა ჩემ მიერ;
შედეგი:
ისმენს და იგებს ტექსტით გადმოცემულ ინფორმაციას. სცემს პასუხს ზოგად შეკითხვებს.

● მონიშვნებით კითხვა მოსწავლეების მიერ;
შედეგი:
ეძებს, პოულობს და მონიშნავს მნიშვნელოვან ინფორმაციას ტექსტში (ცხრილის დახმარებით).

შედეგი:
მონიშნულ ტექსტს, მასწავლებლის დახმარებით, განათავსებს ცხრილის შესაბამის სვეტში.

● ტექსტის შედგენა მიღებული ინფორმაციით.
შედეგი:
ცხრილში ჩასმულ, დანაწევრებულ ინფორმაციას ამთლიანებს.

 ორგანიზების ფორმა
ინდივიდუალური; მთელი კლასი.

გაკვეთილის მსვლელობა / საკლასო მენეჯმენტი
ქტივობა 1.
წინარეცოდნის გააქტიურება:  საინფორმაციო და მხატვრული ტექსტების შედარება. ,,ვენის დიაგრამა“.
I - ფაზა - გამოწვევა
ორგანიზების ფორმა - მთელი კლასი

ქტივობა 2.
  ვაჩვენებ ასოციაციურ რუკას, ვკითხულობთ მინიშნებებს. მოსწავლეებმა უნდა გამოიცნონ, თუ რომელ ცხოველს აღვწერთ.
გამოვიყენებ ,,ვმვ“ სქემას; რომელსაც გაკვეთილის მსვლელობის დროს შევავსებთ. ამ აქტივობის დროს ვავსებთ ,,ვიცი“ და ,,მინდა ვიცოდე“ სვეტებს.

II - ფაზა -  შინაარსის რეალიზება
ორგანიზების ფორმა - მთელი კლასი

ქტივობა 3.
   ვიწყებ საინფორმაციო ტექსტის, ,,მგელი,“ კითხვას. მოსწავლეები მისმენენ. კითხვის დაწყებამდე ვაფრთხილებ, რომ უსმინონ ყურადღებით, რათა არ გამოეპაროთ ინფორმაცია რომლის გაგება და შესწავლაც ,,მინდა ვიცოდეს“ სვეტში დააფიქსირეს. კითხვის დასრულების შემდეგ ვსვამ ზოგად შეკითხვებს ტექსტიდან:

-         საინტერესო ტექსტი იყო?
-         შეგვხვდა ის ინფორმაცია, რომელიც გაინტერესებდათ?
      -     რომელი ცხოველის შესახებ წავიკითხე ტექსტი?
      -     საინტერესო ცხოველი ყოფილა მგელი?

აქტივობა 4.
   დაფაზე გამოვფენ ცხრილს, რომელზეც წერია კითხვები:
● აღწერეთ, როგორი ცხოველია მგელი და სად ბინადრობს ის?
● რამდენ და როგორ ლეკვს შობს?
● სად და როგორ იზრდებიან ლეკვები?
● როგორ ნადირობს მგელი?
● როგორ ზრუნავს მგელი გარემოზე?

  ეს კითხვები მნიშვნელოვანი ინფორმაციის პოვნაში უნდა დაეხმაროთ. კითხვებს ხმამარლა ვკითხულობ და მივმართავ მოსწავლეებს: იყო ტექსტში ამ კითხვების პასუხი? 
  ტექსტში ასევე იყო სხვა ინფორმაცია, რომელიც ცხრილში არ შევიტანე. იმიტომ რომ  ჩვენ ვსწავლობთ მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი ინფორმაციის დახარისხებას.
   ვაძლევ მკაფიო ინსტრუქციას, რომ ტექსტი, რომელიც წინასწარ დაურიგდათ, უნდა წაიკითხონ და მონიშნონ (მარკერით, ფანქრით) ის ადგილი, რომელსაც ცხრილში დასმული შეკითხვების პასუხებად მიიჩნევენ.

III- ფაზა -   რეფლექსია / სიღრმისეული წვდომა  
ორგანიზების ფორმა - მთელი კლასი;           

აქტივობა 5.
  აქტივობისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვის შემდეგ ვკითხულობთ მონიშნულ ადგილებს და ვავსებ ცხრილს. პასუხებს ვწერთ  კონკრეტული კითხვის ქვეშ. ვღებულობთ მნიშვნელოვან ინფორმაციას.
  ვუბრუნდებით ,,ვმვ“ სქემას. ვსვამ კითხვას: რა გავიგეთ/ვისწავლეთ დღეს? სქემას ვავსებთ ბოლომდე.
  მივმართავ მოსწავლეებს: რა ინფორმაციაც თქვენ გაინტერესებდათ მივიღეთ თუ არა? და ვიწყებთ დახარისხებას. რომელი შეკითხვაც პასუხგაუცემელი დაგვრჩა, შემოვხაზავთ.

აქტივობა 6.
 მიღებული ინფორმაციით ვადგენთ ტექსტს და ვყვებით.  

საშინაო დავალება: პასუხგაუცემელ კითხვებზე ინფორმაციის მოძიება. წერითი დავალება - მიღებული ინფორმაციით დავწეროთ ტექსტი.

 


სასწავლო რესურსები
დაბეჭდილი საინფორმაციო ტექსტი - ,,მგელი“ ილუსტრაციით, ინდივიდუალურად. დიაგრამები, ცხრილები, მარკერები, ფანქრები.
შეფასება
განმავითარებელი კომენტარებით; შეფასების რუბრიკა თან ერთვის გეგმას;
თვითშეფასება


თვითშეფასების რუბრიკა თან ერთვის გეგმას;



შეფასება: მიმდინარე განმავითარებელი; (ჰოლისტური)

კრიტერიუმები
სრულად
ნაწილობრივ
მცირედ

● ჩართულნი არიან საგაკვეთილო პროცესში



● განასხვავეს მხატვრული და საინფორმაციო ტექსტი




 შეძლეს ტექსტში მნიშვნელოვანი ინფორმაციის პოვნა



●    ეფექტიანად გამოიყენეს ცხრილები და დიაგრამები




გაამთლიანეს მოპოვებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია




 
თვითშეფასება

კრიტერიუმები
სრულად
ნაწილობრივ
მცირედ
● ვქმნი ურთიერთპატივისცემისა და თანამთრომლობით გარემოს



● გაკვეთილის ვატარებ გეგმის მიხედვით



 სასწავლო რესურსები შევუსაბამე  გაკვეთილის მიზანს



●  სტრატეგიები დავგეგმე გაკვეთილის მიზნის სესაბამისად




 ●    სწავლების დროს დროულად ვაწვდი უკუკავშირს




●  გაკვეთილზე გადაცემული მასალა მორგებულია  მოსწავლეთა აკადემიურ და ფსიქოასაკობრივ უნარებს




დანართი: 1

























მგელი
                მგელი გარეული, ჭკვიანი, საზრიანი, მტაცებელი, ძუძუმწოვარი
ცხოველია.ის ძაღლისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. მისი სიმაღლე დაახლოებით 80 სანტიმეტრია,  წონა კი 60 – 70 კილოგრამი. იგი შეიძლება იყოს რუხი, თეთრი, წითელი. მგელი ადვილად ეგუება საცხოვრებელ გარემოს, ბინადრობს ტყეში და  ველებზე.
        შობს 3-დან 10-მდე თვალაუხელელ და უსუსურ ლეკვს, რომლებიც თვალებს ახელენ დაბადებიდან 10 დღის შემდეგ. დედა მათ ძუძუს აწოვებს. მგლები ოჯახებად ცხოვრობენ. პატარებზე ზრუნავენ არა მარტო დედა და მამა, არამედ ოჯახის სხვა წევრებიც: დეიდები,  ბიძები და უფროსი და-ძმებიც კი. მგლის ლეკვები  მშობლების მიერ მოტანილ პატარა ცხოველებს ჭამენ. 3 თვის ასაკში, ხროვასთან ერთად იწყებენ ხეტიალს და უფროსებისგან სწავლობენ ნადირობას. დასწავლას მიბაძვითა და გამოცდილების გზით მგლის ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს.
  მგელი საუკეთესო  მტაცებელია, თუმცა მას, დამოუკიდებლად ნადირობა არ შეუძლია. ისინი ჯგუფურად ნადირობენ. ჭამის შემდეგ  მგელი პირს იბანს უახლოეს წყაროზე. შემდეგ იძინებს. გაღვიძებული ისევ იწყებს საკვებზე ზრუნვას. მშიერი მგელი მიირთმევს 10 კგ-მდე ხორცს ერთ ჭამაზე. ეს იგივეა, 100 ჰამბურგერი რომ შეჭამოს ადამიანმა. ნადირობა მარტივი არ არის ამიტომ, ზოგჯერ მგელი  მშიერი დაძრწის.       მგელი გარემოზეც ზრუნავს.  ნანადირევის გარდა მას ლეშის ჭამაც შეუძლია. ამით იგი  სანიტრის როლსაც ასრულებს, რადგან გარემოს ასუფთავებს.
  მგლები  ყმუიან. ყმუილს იწყებს ერთი მგელი, ხოლო ხროვის დანარჩენი წევრები ჰყვებიან მას. მგელს კარგი სმენა აქვს, მას ტყეში  9 კილომეტრის მანძილზე შეუძლია გაიგონოს ხმები.  მგელს ვერ მოიშინაურებ, იმიტომ რომ მას  ადამიანების ეშინია. ადამიანის დანახვაზე ის იმალება.


დანართი: 2  

მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოღება ტექსტიდან ( ცხრილის დახმარებით);

აღწერეთ, როგორი ცხოველია მგელი და სად ბინადრობს ის?
რამდენ და როგორ ლეკვს შობს?

სად და როგორ იზრდებიან ლეკვები?

როგორ ნადირობს მგელი?

 როგორ ზრუნავს მგელი გარემოზე?







                                                                                                                            



გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა /
 ჩატარების დრო
ბუნებრივი მოვლენები/ღრუბლები
30.11.2018
საგანი
მასწავლებლის სახელი და გვარი
ბუნებისმეტყველება
ლალი პაპოშვილი
სწავლების საფეხური/კლასი
დაწყებითი / III კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა / პროფილი
28 მოსწავლე - ტიპური განვითარების; სსსმ კლასში არ ირიცხება.

სამოდელო გაკვეთილის ტიპი:
ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები;

მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარება;
ედიაწიგნიერების მიზნები:  კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, მედიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში სხვადასხვა პერსპექტივისა და ხედვის იდენტიფიცირება, ანალიზი და განხილვა, მედიის მიერ სინამდვილის რეპრეზენტაციის შეფასება.



ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები


ბუნ.დაწყ.(I).4. მოსწავლემ უნდა შეძლოს:
ციკლური ბუნებრივი მოვლენების აღწერა და მათ გამომწვევ მიზეზებზე მსჯელობა.

ბუნ.III.7. მოსწავლემ უნდა შეძლოს:
 ამინდის განმსაზღვრელი ბუნებრივი მოვლენების დახასიათება.

სასწავლო მიზნები და მისაღწევი შედეგები


 
●  ჩამოთვალონ და დაახასიათონ მათთვის ნაცნობი ბუნებრივი მოვლენები.
შეძლონ განასხვავონ და აღწერონ ამინდის ზოგიერთი კომპონენტი - დააკვირდნენ ღრუბლების წარმოქნის პროცესს, მათ სახეებს და განსაზღვრონ ღრუბლიანობა.
● შეძლონ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის აღქმა;
აღადგინონ და შეაფასონ სინამდვილე. გააანალიზონ, რომ მედია რესურსი აღწერს ბუნებაში მიმდინარე რეალურ სურათს;


მეთოდი



 შსო;
● ვმვ -სქემა;
●,,სწავლა კეთებით“;



გაკვეთილის აქტუალობა


   გაკვეთილი ხელს შეუწყობს: მოსწავლეებში მედიაწიგნიერების კომპეტენციის/კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, მედიის მიერ სინამდვილის რეპრეზენტაციის შეფასება. შეისწავლიან ღრუბლებს, როგორც ბუნებრივ მოვლენას. სწავლების საშუალებად კი გამოვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მრავალფეროვან მეთოდებს, ადაპტირებულ/დიფერენცირებულ (მათი ფსიქო - ასაკობრივი განვითარების შესატყვისი) დავალებებს (მათ შორის ელექტრონულ რესურსებს);


უნარები

  გამოიყენებენ ცოდნასა და უნარებს შესაბამისი დავალებების შესრულების დროს  სხვადასხვა სიტუაციებში; კერძოდ: ციფრული რესურსის დახმარებით მოამზადებენ შსო გაკვეთილს; აუდიო მასალას დაუკავშირებენ წაკითხულ ტექსტს; უპასუხებენ კითხვებს; თანმიმდევრულნი იქნებიან აქტივობების შეცვლისას; ადვილად გაიგებენ დავალებებისთვის გაცემულ ინსტრუქციას.

  



მოსწავლეთა წინარე ცოდნა


   შეუძლიათ: საუბარი ხმამაღლა და გარკვევით, შეკითხვის მოსმენა და მისი დაზუსტება, კითხვაზე პასუხის გაცემა, ბუნებრივი მოვლენების დასახელება, სასწავლო რესურსის (ელექტრონულ/ვიზუალური მასალა) დაკავშირება შესასწავლ თემასთან.

აქტივობები
შსო - მეთოდით, წინა გაკვეთილზე გამოწვეული თემის - ,,ბუნებრივი მოვლენები“- გააზრება/კითხვა-პასუხი;
● ცდა/როგორ წარმოიქმნება ღრუბელი?
● ტექსტის კითხვა და ანალიზი, ელექტრონული რესურსის თანხლებით;
● მედია რესურსის ანალიზი და სინამდვილის რეპრეზენტაციის შეფასება;
●,,სწავლა კეთებით“- ღრუბლიანობის განსაზღვრა;

თითოეული აქტივობისთვის საჭირო დრო


შსო - გააზრება/კითხვა-პასუხი; (15 წუთი)
● ცდა/როგორ წარმოიქმნება ღრუბელი?(3 წუთი)
● ტექსტის კითხვა და ანალიზი, ელექტრონული რესურსის თანხლებით; (15 წუთი)
● მედია რესურსის ანალიზი და სინამდვილის რეპრეზენტაციის შეფასება;(5 წუთი)
●,,სწავლა კეთებით“- ღრუბლიანობის განსაზღვრა;(5 წუთი)
● შეფასება;(2  წუთი)

თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი



შსო - გააზრება/კითხვა-პასუხი;

 შედეგი:
ტექნოლოგიების მიზანმიმართული გამოყენება, რომლის დროსაც იზრდება: მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, დიფერენცირებული სწავლებისა და დროის მართვის რეალური შესაძლებლობა, სიღრმისეული გაგება, ბუნებრივი რიტმით სწავლა,  დროისა და რესურსის ფექტური გამოყენება მასწავლებლის მხრიდან.
მოსწავლე ხდება Independent learner, სწავლობს როგორ ისწავლოს.
● ცდა/როგორ წარმოიქმნება ღრუბელი?
შედეგი:
შეიქმნეს ბუნების მოვლენათა რეალურ სურათზე სწორი წარმოდგენა , საკუთარი გამოცდილებით.
● ტექსტის კითხვა და ანალიზი.
შედეგი:
განასხვავეს  და აღწერეს ამინდის ზოგიერთ კომპონენტი - დაკვირდნენ ღრუბლების წარმოქნის პროცესს და მათ სახეებს.
● მედია რესურსის ანალიზი და სინამდვილის რეპრეზენტაციის შეფასება;
შედეგი:
აღადგინეს და შეაფასეს სინამდვილე. გააანალიზეს, რომ მედია რესურსი აღწერს ბუნებაში მიმდინარე რეალურ სურათს;
●,,სწავლა კეთებით“- ღრუბლიანობის განსაზღვრა;
შედეგი:
საკუთარი ხელით შექმნეს ღრუბლიანი ცა და განსაზღვრეს ღრუბლიანობა ბალებით;



 ორგანიზების ფორმა
ინდივიდუალური; წყვილებში;

გაკვეთილის მსვლელობა / საკლასო მენეჯმენტი
ქტივობა 1.
წინარეცოდნის გააქტიურება, ელექტრონული რესურსის თანხლებით ნაბიჯ-ნაბიჯ.
I - ფაზა - გამოწვევის (რომელიც წინა გაკვეთილზე მოხდა) სიღრმისეული წვდომა, კითხვაზე-პასუხები;
ორგანიზების ფორმა - მთელი კლასი
ვსვამ კითხვებს:
-         რას ეწოდება ბუნებრივი მოვლენა?
-         ჩამოთვალეთ ბუნებრივი მოვლენები;
-         აღწერეთ;
-         სეზონური  მოვლენა რაღაა?
-         რა ვიცოდით წინა გაკვეთილზე?
-         რა ვისწავლეთ გაკვეთილის აუხსნელად, ვიდეო რესურსის დახმარებით?
 გამოვიყენებ ,,ვმვ“ სქემას; რომელსაც გაკვეთილის მსვლელობის დროს შევავსებთ.

II - ფაზა -  შინაარსის რეალიზება
ორგანიზების ფორმა - მთელი კლასი
ქტივობა 2.
   სადემონსტრაციო მაგიდაზე ვიწყებ ცდის ჩატარებას, რომლითაც ვცდილობ ვაჩვენო მოსწავლეებს თუ როგორ წარმოიქმნება ღრუბელი და აქვე ვსვამ კითხვას;
-         რის დემონსტრირებას ვცდილობ? შეგიძლიათ მიპასუხოთ?
 დღევანდელი ჩვენი გაკვეთილის თემაა - ღრუბლები;
აქტივობა 3.
  ვიწყებთ სახელმძღვანელოში განთავსებული საინფორმაციო ტექსტის კითხვას და ანალიზს; აქვე ვიყენებ ელექტრონულ რესურსს, ვაჩვენებ ღრუბლების სხვადასხვა ფორმას, ვაკვირდებით ბალიანობას.
   
III- ფაზა -   რეფლექსია / სიღრმისეული წვდომა  
ორგანიზების ფორმა - მთელი კლასი; წყვილებში მუშაობა;            


აქტივობა 4.
   ვაჩვენებ მედია რესურსს-ვიდეოს. ვიდეოში ნაჩვენებია ღრუბლებიანი ცის კადრები. შემდეგ კი ვთხოვ მოსწავლეებს შეაფასონ ვიდეოს სინამდვილე, აღიდგინონ ბუნებაში ნანახი და შეადარონ ვიდეოს. ვსვამ კითხვებს:

-         ნამდვილად აღწრს ვიდეო ბუნებაში მიმდინარე რეალურ სურათს?
-         რომელმა კადრებმა გაგახსენათ სინამდვილე? საკუთარი თვალით ნანახი?
-         რომელი კადრი აღწერს წვიმიანი ამინდის სინამდვილეს?
და ა.შ.

აქვე ვსვამ კითხვას (ცოდნის გამოყენება).
-         წახვალთ თუ არა მეგობრებთან ერთად ლაშქრობაზე თუ ცაზე გროვა ღრუბელი ჩანს?( ვაპაუზებ ვიდეოს კადრზე, სადაც გროვა ღრუბლები ჩანს) რატომ?
აქტივობა 5.
    ღრუბლიანობის განსაზღვრა. ,,სწავლა კეთებით“.
მსვლელობა: ქაღალდის ფორმატზე  დახატეთ თქვენთვის სასურველი ღრუბლები, აიღეთ ბამბა და დააწებეთ დახატულ ღრუბელს. ფონი ღრუბლების ირგვლივ გააფერადე ცისფრად. აღწერე, რამდენბალიანია და როგორ ამინდს გვპირდებიან შენი ღრუბლები? 
    
   ანა კალანდაძის ლექსი - ,,ღრუბლები“- მოისმენენ ტექსტურ მედიაგზავნილს, აღწერენ საკუთარ ემოციას, დაუკავშირებენ გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას, მოსმენილ ლექსს შეადარებენ სინამვილეს;

   ვუბრუნდებით ,,ვმვ“ სქემას და ვწერთ თუ კიდევ რისი გაგება გვსურს  ამ თემის ირგვლივ.
სასწავლო რესურსები
სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი, PP  პრეზენტაციები, ( ყველა ელექტრონული რესურსი  ჩემ მიერაა მომზადებული) თბილი წყალი, ყინული, ჭურჭელი ცდისთვის, ბამბა, თაბახის ფურცლები, ფანქრები, მედია რესურსები:




შეფასება
განმავითარებელი კომენტარებით; შეფასების რუბრიკა თან ერთვის გეგმას;
თვითშეფასება


თვითშეფასების რუბრიკა თან ერთვის გეგმას;



შეფასება: მიმდინარე განმავითარებელი; (ჰოლისტური)

კრიტერიუმები
სრულად
ნაწილობრივ
მცირედ
● ჩართულნი არიან საგაკვეთილო პროცესში;



● ჩამოთვალეს და დაახასიათეს  ნაცნობი ბუნებრივი მოვლენები.




 ამოიცნეს ღრუბლების ფორმა, განსაზღვრეს ღრუბლიანობა.



●    აღადგინეს და შეაფასეს სინამდვილე. გააანალიზეს, რომ მედია რესურსი აღწერს ბუნებაში მიმდინარე რეალურ სურათს;




თანამშრომლობენ ერთმანეთთან;




 






თვითშეფასება

კრიტერიუმები
სრულად
ნაწილობრივ
მცირედ
● ვქმნი ურთიერთპატივისცემისა და თანამთრომლობით გარემოს



● გაკვეთილის ვატარებ გეგმის მიხედვით



 სასწავლო რესურსები შევუსაბამე  გაკვეთილის მიზანს



●  სტრატეგიები დავგეგმე გაკვეთილის მიზნის სესაბამისად




 ●    სწავლების დროს დროულად ვაწვდი უკუკავშირს




●  გაკვეთილზე გადაცემული მასალა მორგებულია  მოსწავლეთა აკადემიურ და ფსიქოასაკობრივ უნარებს





 









2 комментария:

  1. საინტერესო და დიდი ცოდნის მიმცემი სამოდელო გაკვეთილები. ნამდვილად კარგად გასააზრებელი და აღსაქმელი ბავშვებისათვის.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ახსოვთ და იყენებენ სხვა გაკვეთილებზე.

      Удалить