გაკვეთილის გეგმები

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა/ჩატარების დრო
,,ფარშავანგი“- ი. გოგებაშვილის მიხედვით
20. 03. 2018
საგანი
მასწავლებლის სახელი და გვარი
  ქართული ენა
ლალი პაპოშვილი
სწავლების საფეხური/კლასი
დაწყებითი / II კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა / პროფილი
26 მოსწავლე - ტიპური განვითარების; სსსმ კლასში არ ირიცხება.


ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები
  ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები
წიგნიერების კომპეტენციის განვითარება;

● ქართ.  II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს  ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.

ქართ.  II. 3. მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.

ქართ. II. 6. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთების წაკითხვა და გაგება.

ქართ. II. 9. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მარტივი სტრატეგიების
გამოყენება.

ქართ. II. 10. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის მარტივი საინფორმაციო ტექსტების (მოსაწვევი ბარათის, დღის რეჟიმის,  სხვადასხვა ტიპის სიებისა  და სხვ.) შედგენა და გაფორმება კომპოზიციური მახასიათებლების დაცვით.



სასწავლო მიზნები და მისაღწევი შედეგები


შეძლებენ:
●მხატვრული ტექსტის  მოსმენას, კითხვას, გაგებას  და გააზრებას;
●საკუთარი აზრის დასაბუთებას;
●გამომეტყველებითი კითხვის საწყისი უნარ-ჩვევების დაუფლებს;
● ლექსიკური მარაგის გამდიდრებას;
● ენობრივ მასალაზე დაკვირვებას;
● ახალი ტექსტის: გაგების, გააზრების; ასევე  კითხვის დასმის, საკუთარი აზრის დასაბუთებისა და ფანტაზიის უნარის გამომუშავებას;


მეთოდი


  T   სქემა; ვარაუდების გამოთქმა;


გაკვეთილის აქტუალობა



ამ გაკვეთილზე მოსწავლეები შეიძენენ ცოდნას ფარშევანგზე. ისაუბრებენ მის თვისებებსა და გარეგნობაზე. განივითარებენ: მსჯელობის, დაკვირვების, შეფასების, ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარებს. ძველ და ახალ მასალას დაუკავშირებენ ერთმანეთს.

მოსწავლეთა წინარე ცოდნა



 ● ფლობენ კითხვის მარტივ სტრატეგიებს და კითხვის დასმის ტექნიკას;
● იცნობენ და ახასიათებენ გარეულ ფრინველებს;
● იციან ენობრივ მასალაზე დაკვირვება;




აქტივობები / საჭირო დრო

● საშინაო დავალებისა და წინა მასალის ცოდნის შემოწმება კითხვებით; ( 8 წთ)
● ,,ვარაუდების გამოთქმა“ - თანდართულ ელექტრონულ მასალასთან ერთად; ( 7 წთ )
● ტექსტის კითხვა და ანალიზი (20 წთ)
● თვისების აღმნიშვნელი სიტყვების პოვნა და ამოწერა ტექსტიდან ( 8 წთ )
● საშინაო დავალება (2 წთ)

თითოეული აქტივობის ბოლოს მისარწევი შედეგი


●საშინაო დავალებისა და წინა მასალის ცოდნის შემოწმება;
შედეგი - გაიგეს და გაიაზრეს მიმართვის თავაზიანი ფორმების მნიშვნელობა. შეადგინეს და გააფორმეს მარტივი საინფორმაციო ტექსტი;
● ,,ვარაუდების გამოთქმა“;
შედეგი - აუმაღლდათ მოტივაცია, გამოთქვეს და დაასაბუთეს საკუთარი აზრი;
● ტექსტის კითხვა და ანალიზი;
შედეგი - გაიგეს და გაიაზრეს ახალი ტექსტი, გაიმდიდრეს ლექსიკა და განივითარეს სააზროვნო უნარები;
● თვისების აღმნიშვნელი სიტყვების მოძებნა და ამოწერა ტექსტიდან;
შედეგი - შეძლეს თვისების აღმნიშვნელი სიტყვების ამოცნობა;                                
ორგანიზების ფორმა
ინდივიდუალური; წყვილებში;



გაკვეთილის მსვლელობა / საკლასო მენეჯმენტი

საშინაო დავალებისა და წინა მასალის ცოდნის შემოწმება.

I - ფაზა - გამოწვევა   (მზადება კითხვისათვის)          
 ორგანიზების ფორმა - მთელი კლასი
ვსვამ კითხვებს:
-         ხომ არ იცით რომელი ფრინველის ბუმბული მიჭირავს ხელში?
-         შეგიძლიათ მითხრათ როგორ გამოიყურება ფარშევანგი?
-         კიდევ რა გსმენიათ მის შესახებ?
-          გინახავთ იგი? სად?
(ვაჩვენებ სლაიდებს, ზედ დატანილ დამატებით ინფორმაციასთან ერთად)
ვშლით სახელმძღვანელოს შესაბამის პარაგრაფზე:
-         წავიკითხოთ სათაური, როგორ ფიქრობთ რა ამბავი შეიძლება იყოს გადმოცემული ამ ნაწარმოებში?
(მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდს);

II - ფაზა -  შინაარსის რეალიზება (ტექსტის კითხვა)
წავიკითხავ ტექსტს ბოლომდე და დავსვამ კითხვას;
-         როგორ ფიქრობთ გამართლდა თქვენი ვარაუდი?
ვსვამ საკონტროლო კითხვას;
-         თქვენ როგორ მოიქცეოდით ფარშევანგის დანახვისას?

ტექსტს წავაკითხებ ნაწილ-ნაწილ, მოსწავლეების დახმარებით ავხსნი თუ რას ნიშნავს:
საუცხოო სანახავი იყო;
მარაო;
თვალისმომჭრელი;
მოჯადოებული;
უშნო;
საზარელი;
ვაჩვენებ ვიდეოს. ვიდეოში დააკვირდებიან ფარშევანგის თვისებებსა და მოქმედებებს.

წუთშესვენება

III- ფაზა -   რეფლექსია / სიღრმისეული წვდომა  

დავსვამ ფაქტებზე ორიენტირებულ შეკითხვებს:
-         რა დადიოდა ეზოში?
-         როგორი სანახავი იყო ფარშევანგი?
-         როგორი ხმით ყვიროდა იგი?
-         რაზე საუბრობდნენ კაცები?
-         ვინ მოჰკრა ყური გამვლელების საუბარს?
-         გაოცებულმა გოგონამ რა კითხვა დაუსვა  დედას?

შემდეგ დავსვამ შეკითხვებს მაღალი სააზროვნო უნარებისათვის:
-         თქვენი აზრით, რამ გააოცა გოგონა?
-         რა პასუხი გასცა მას დედამ?
-         თქვენ ვის ნათქვამს იწონებთ? ვის აზრს ეთანხმებით? პირველი მგზავრის? მეორე მგზავრის? რატომ? დაასაბუთეთ თქვენი აზრი.
-         მართალია დედა? რატომ?
-         თქვენ როგორ მოიქცეოდით კაცების ადგილზე რომ ყოფილიყავით?
-         მწერალი ვის აზრს ეთანხმება?

მუშაობა წყვილებში:
ტექსტში პოულობენ თვისების აღმნიშვნელ სიტყვებს და ურთიერთშეთანხმებით ერთ-ერთი წერს, შემდეგ კი ხმამაღლა წაიკითხავენ;
დაფაზე გამოვსახავთ ,,T სქემას“ სადაც თვისების აღმნიშვნელ სიტყვებს დავახარისხებთ, დადებით და უარყოფით მახასიათებლებად;

საშინაო დავალება:
,,ფარშავანგი“- სწრაფი, სწორი, გამართული და გააზრებული კითხვით. აქტივობის რვეულში დავალება N 1; 2 ;



სასწავლო რესურსები
სახელმძღვანელო, თაბახის ფურცლები, ცარცი, მარაო, კომპიუტერი, პროექტორი, PP- მომზადებული სლაიდშოუ - გაკვეთილისთვის ,,ფარშავანგი“,  youtube – დან მოძიებული ვიდეო.
შეფასება
განმავითარებელი კომენტარებით; შეფასების რუბრიკა თან ერთვის გეგმას;
თვითშეფასება


თვითშეფასების რუბრიკა თან ერთვის გეგმას;


შეფასების სქემა


შეფასება: მიმდინარე განმავითარებელი; (ჰოლისტური)

კრიტერიუმები
სრულად
ნაწილობრივ
მცირედ
● ჩართულნი არიან საგაკვეთილო პროცესში;



● იყენებენ ცოდნას და უნარებს შესბამისი დავალებების შესრულების დროს; 





 შეუძლიათ მხატვრული ტექსტის კითხვა, გაგება და გააზრება;




    ასაბუთებენ საკუთარ აზრს;




თანამშრომლობენ ერთმანეთთან;




სიმბოლოები შეფასებისთვის:
 

სრულიად ---------------
 

ნაწილობრივ  -----------

მცირედ -----------------
   თვითშეფასება

კრიტერიუმები
სრულად
ნაწილობრივ
მცირედ
● ვქმნი ურთიერთპატივისცემისა და თანამთრომლობით გარემოს / ვარ აქტიური მსმენელი




 სასწავლო რესურსი შევუსაბამე  გაკვეთილის მიზანს




● გაკვეთილის ვატარებ გეგმის მიხედვით



● გაკვეთილის მიზანი ცხადია და მკაფიოდ განსაზღვრული



  აქტივობები დავგეგმე გაკვეთილის მიზნის სესაბამისად




     სწავლების დროს დროულად ვაწვდი უკუკავშირს




  გაკვეთილზე გადაცემული მასალა მორგებულია  მოსწავლეთა აკადემიურ უნარებს




სიმბოლოები თვითშეფასებისთვის:
 

სრულიად ---------------
 

ნაწილობრივ  -----------
 

მცირედ -----------------




პრეზენტაცია/რესურსი თემისთვის ,,ფარშევანგი"




გაკვეთილის გეგმა



გაკვეთილის თემა /

 ჩატარების დრო
,,მზიანი  დღე“   ი. ჭავჭავაძე (ნაწყვეტი მოთხრობიდან ,,გლახის ნაამბობი“) 
07. 12. 2017
საგანი
მასწავლებლის სახელი და გვარი
  ქართული ენა / კითხვის საათი
ლალი პაპოშვილი
სწავლების საფეხური/კლასი
დაწყებითი / II კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა / პროფილი
26 მოსწავლე - ტიპური განვითარების; სსსმ კლასში არ ირიცხება.


ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები
  
ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები
წიგნიერების კომპეტენციის განვითარება;

● ქართ. II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება

 ქართ.  II. 8. მოსწავლე სშეუძლია მოსმენილი/ წაკითხული ტექსტი ან ტექსტის ცალკეული ფრაგმენტი გარდაქმნას აზრობრივ ნახატად.

ის ტექნ. I დონე მოსწავლეს შეუძლია კომუნიკაციის ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება.
· იყენებს კომუნიკაციის საშუალებებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული აქტივობისას;


მეთოდი



სასწავლო მიზნები და მისაღწევი შედეგები





 
,, თამაში - გაკვეთილი ‘’ / ,, ცხელი სკამი “.

 
● წაიკითხონ მხატვრული ტექსტი როლებში, მოისმინონ, გაიგონ  და გაიაზრონ; ვიზუალური მასალა აზრობრივად დაუკავშირონ ტექსტს.
  ● შეექმნათ გარკვეული წარმოდგენა ილია ჭავჭავაძეზე, მის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე;
      ტექსტის ფრაგმენტის მიხედვით  შექმნან აზრობრივი ნახატი;
  ● გამოიყენონ ცოდნა და უნარები შესბამისი დავალებების შესრულების დროს  სხვადასხვა სიტუაციებში; 


გაკვეთილის აქტუალობა


გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში წიგნიერების კომპეტენციის განვითარებას. სწავლების საშუალებად გამოყენებული იქნება ადაპტირებული ( მათი ფსიქო- ასაკობრივი განვითარების შესატყვისი) დავალებები მრავალფეროვანი, ინოვაციური აქტივობებითა და ამ გაკვეთილისთვის სპეციალურად შექმნილი ელექტრონული რესურსით. შეექმნებათ გარკვეული წარმოდგენა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.


უნარები

ამოიცნობენ და ახასიათებენ პერსონაჟებს. ვიზუალურ მასალას
აკავშირებენ მოსმენილს. ადეკვატურად სვამენ კითხვებს და პასუხობენ. თანმიმდევრულები არიან აქტივობების შეცვლისას. ადვილად იგებენ დავალებებისთვის გაცემულ ინსტრუქციას.

  



მოსწავლეთა წინარე ცოდნა


● საუბრობენ ხმამაღლა და გარკვევით. ისმენენ და დასაზუსტებლად სვამენ შეკითხვებს. ფლობენ კითხვის სტრატეგიებს. სასწავლო რესურსს
( ელექტრონულ, ვიზუალურ  მასალას) უკავშირებენ შესასწავლ თემას.







გაკვეთილის მსვლელობა / საკლასო მენეჯმენტი




































რესურსები:




                                   
I - ფაზა - გამოწვევა              
 ორგანიზების ფორმა - მთელი კლასი
 (10 წთ)

გაკვეთილი დაიწყება შეკითხვით:
-         ვინ არის ილია ჭავჭავაძე?
-         რა იცით მის შესახებ? - პასუხების მოსმენის შემდეგ:
საპრეზენტაციო, ელექტრონული, ბიოგრაფიული მასალის   ჩვენება - კომენტარებით.
 
 
II - ფაზა -  შინაარსის რეალიზება
ორგანიზების ფორმა - მთელი კლასი
 (20 წთ)

● ხმამაღლა და გარკვევით, ზეპირად იტყვიან ილია ჭავჭავაძის ბრძნულ გამონათქვამებს.
● აქივობა -პერსონაჟთან/გმირთან გასაუბრება ( მეთოდის          ,,ცხელი სკამი“,  გამოყენებით).
● მოთხრობა ,, მზიანი დღე“- როლური კითხვა ელექტრონული თემატური ანიმაციების თანხლებით.
● მუსიკალური წუთშესვენება.
 
     
III- ფაზა -   რეფლექსია    
ორგანიზების ფორმა - მთელი კლასი
 (12 წთ)

● მხატვრული ტექსტის გააზრება - ცოდნაზე, გაგებაზე, შეფასებაზე დაფუძნებულ კითხვებზე პასუხი;
ილია ჭავჭავაძის რომელიმე პუბლიცისტური გამონათქვამის (მოსწავლეებთან შეთანხმებით) გარდაქმნა აზრობრივ ნახატად.


საშინაო დავალება - (1 წთ)



ელექტრონული  რესურსი - თემატური სლაიდშოუ;
რეკვიზიტები მეთოდისთვის ,, ცხელი სკამი“;
სახატავი ფერადი ფანქრებ.ი;
სახატავი ფორმატები;

შეფასება - (2 წთ)
განმავითარებელი კომენტარებით. რუბრიკა თან ერთვის გეგმას.




 შეფასების სქემა:

შეფასება: მიმდინარე განმავითარებელი;

ურთიერთშეფასება (საჭიროების შემთხვევაში);



კრიტერიუმები
სრულად
ნაწილობრივ
მცირედ
● გაიაზრეს ტექსტი და დაუკავშირეს ვიზუალურ მასალას;




● გამოიყენეს ცოდნა და უნარები შესბამისი დავალებების შესრულების დროს  სხვადასხვა სიტუაციებში; 





 შეექმნათ გარკვეული წარმოდგენა ილია ჭავჭავაძეზე, მის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე;




    ტექსტის ფრაგმენტის მიხედვით  შექმნეს აზრობრივი ნახატი;






თვითშეფასება



კრიტერიუმები
სრულად
ნაწილობრივ
მცირედ
● ვქმნი ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობით გარემოს



● გაკვეთილს ვატარებ გეგმის მიხედვით



 სასწავლო რესურსი შევუსაბამე  გაკვეთილის მიზანს



  სტრატეგიები დავგეგმე გაკვეთილის მიზნის შესაბამისად




     სწავლების დროს დროულად ვაწვდი უკუკავშირს










              პრეზენტაცია/რესურსი თემისთვის ,,მზიანი დღე"-ილია ჭავჭავაძე 





გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა /

 ჩატარების დრო
        შემაჯამებელი / ინტეგრირებული

09. 12. 2016
საგანი

მასწავლებლის სახელი და გვარი
მათემატიკა / ქართული ენა
ლალი პაპოშვილი
სწავლების საფეხური/კლასი
დაწყებითი / I კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა / პროფილი
25 მოსწავლე

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები
ქართ. I . 5. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ფონოლოგიური  უნარ-ჩვევები.
● ქართ. I. 11. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის აღქმა.

  ქართ. I. 14. მოსწავლეს შეუძლია მარტივი წინადადებების შედგენა ნაცნობ თემებზე.
  მათ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
  მათ. I.6. მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი გეომეტრიული ფიგურის ამოცნობა და აღწერა.



მეთოდი


 სასწავლო მიზნები და მისაღწევი შედეგები





  ● ,, თამაში - გაკვეთილი ‘’

    შეძლებენ შესწავლილი მასალის თავმოყრას.
   გამოიყენებენ ცოდნასა და უნარებს შესბამისი დავალებების შესრულების დროს  სხვადასხვა სიტუაციებში. 

უნარები
   სიტყას ყოფს მარცვლებად, მარცვალს ამთლიანებს სიტყვებად.
   ამოიცნობს ხმოვანს და თანხმოვანს შესაბამისი სიმბოლოების დახმარებით ( წრე, კვადრატი).
სიტყვიერად აღწერს შეკრების, გამოკლების, ტოლობის, უტოლობის და შედეგის ცნებებს სხვადასხვა კონტექსტში (მაგალითად, "დავუმატოთ",  "მოვაკლოთ", მიმატება - გაზრდა; გამოკლება – შემცირება, განცალკევება, განსხვავება);
უთავსებს სხვადასხვა ბრტყელი ფიგურების მოდელებს ერთმანეთს ნიმუშზე მოცემული გამოსახულების (ნახატის) მისაღებად;


მოსწავლეთა წინარე ცოდნა

● საუბრობს ხმამაღლა და გარკვევით. ფლობს სამეტყველო ეტიკეტის მარტივ ენობრივ ფორმულებს (გამარჯობა, ნახვამდის,ბოდიში, გმადლობთ). აღწერს სიუჟეტურ და საგნობრივ სურათებს. ისმენს და დასაზუსტებლად სვამს შეკითხვებს. ცნობს და კითხულობს შესწავლილ ასო-ბგერებს. ცდილობს ტექსტის სტრუქტურულ აღწერას.
● ასრულებს არითმეტიკულ მოქმედებებს. ადგენს ამოცანის ტექსტს. ითვლის წაღმა / უკუღმა. ორიენტირებს სივრცესა და დროში.
 



გაკვეთილის მსვლელობა / საკლასო მენეჯმენტი












































რესურსები:

                                   

   I - ფაზა - გამოწვევა              
 ორგანიზების ფორმა - მთელი კლასი

აქტივობა I  (10 წთ)

ზღაპრის - „ როგორ გახდა ნაძვი მარადმწვანე? ‘’-კითხვა / მცირე მიმოხილვა (ცოდნასა და გაგებაზე ორიენტირებული შეკითხვები). თამაში - სიმულაცია -  ნაძვის ხე, რომელიც ჯადოსნური ტყის ბინადარია, დავალებებს უგზავნის ბავშვებს. – ( მაპროვოცირებელი შეკითხვა: - დავალებებს კარგად შეასრულებთ? გაკვეთილის ბოლოს ნაძვის ხე ათასფრად აელვარდება) .
  
  II - ფაზა -  შინაარსის რეალიზება         

ორგანიზების ფორმა - მთელი კლასი

აქტივობა II (20 წთ)

  წინასწარ, კომპიუტერში ( და არა მარტო) მომზადებული სხვადასხვა სასწავლო, შემეცნებითი და ინტელექტუალური დავალებების შესრულება. ასრულებენ ინდივიდუალურად და გუნდურად. როგორც მათემატიკაში ასევე ქართულში.

     
    III- ფაზა -   რეფლექსია    

აქტივობა  III (4 წთ)

ორგანიზების ფორმა - მთელი კლასი





გაკვეთილის ბოლოს ქართული ანბანის ასოებით მორთავენ ნაძვისხეს. აქვე საკუთარი თვალით ნახავენ იმ მაპროვოცირებელი შეკითხვის შედეგს, რომელიც გაკვეთილის დასაწყისში დაისვა. გამოთქვამენ საკუთარ აზრს  ჩატარებული გაკვეთილის შესახებ.





კომპიუტერი, პროექტორი, დაფა, სადემონსტრაციო ფერადი რიცხვები, დეკორაცია ,, ჯადოსნური ტყე’’.






                              
 გაკვეთილის ფოტომასალა







































  შეფასება: მიმდინარე განმავითარებელი; (1წთ)
ურთიერთშეფასება (საჭიროების შემთხვევაში);

ჰოლისტური შეფასების სქემა:

კრიტერიუმები
სრულად
ნაწილობრივ
მცირედ
● შეძლეს შესწავლილი მასალის თავმოყრა.



● გამოიყენეს ცოდნა და უნარები შესბამისი დავალებების შესრულების დროს  სხვადასხვა სიტუაციებში. 







ელექტრონული რესურსი შემაჯამებელი/ინტეგრირებული გაკვეთილისთვის


 




გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა /

 ჩატარების დრო
 და   ასო-ბგერები
პირველი საანბანო საზეიმო გაკვეთილი
13. 10. 2016
საგანი

მასწავლებლის სახელი და გვარი
ქართული ენა

 ლალი პაპოშვილი
სწავლების საფეხური/კლასი
დაწყებითი / I კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა / პროფილი
25 მოსწავლე

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები

ქართ.  I. 2. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე.
ქართ. 1. 6. მოსწავლეს შეუძლია ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება.
ქართ. I. 5.  მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ფონოლოგიური  უნარ-ჩვევები.



მეთოდი

 / სასწავლო მიზნები და მისაღწევი შედეგები







  და ა ასო-ბგერების გაცნობა და მათი კითხვა.
● მეტყველების განვითარება; ლოგიკური თანმიმდევრობით თხრობის ჩვევების გამომუშავება. ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
● გრაფიკული ჩვევების ფორმირება.

უნარები

   სიტყას ყოფს მარცვლებად, მარცვალს ამთლიანებს სიტყვებად.
   ამოიცნობს ხმოვანს და თანხმოვანს შესაბამისი სიმბოლოების დახმარებით ( წრე, კვადრატი).
 ● ამოიცნობს და ტაშის დაკვრით ითვლის სიტყვაში მარცვალთა რაოდენობას.
 



მოსწავლეთა წინარე ცოდნა
საუბრობს ხმამაღლა და გარკვევით. ფლობს სამეტყველო ეტიკეტის მარტივ ენობრივ ფორმულებს (გამარჯობა, ნახვამდის,ბოდიში, გმადლობთ). აღწერს სიუჟეტურ და საგნობრივ სურათებს. ისმენს და დასაზუსტებლად სვამს შეკითხვებს.


მეთოდი



გაკვეთილის მსვლელობა / საკლასო მენეჯმენტი












































რესურსები:

                                   
  
თამაშით სწავლა / სიმულაცია

 
 
 I - ფაზა - გამოწვევა            
 ორგანიზების ფორმა - მთელი კლასი
( 15 წთ )

საუბარი -  იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე. ,, დედა ენა“- პირველი საანბანო სახელმძღვანელო.  ,,აი ია“- პირველი წინადადება...
ლექსები და ფრთიანი ფრაზები ,,დედა ენას“.
გასაუბრება სტუმართან. სტუმრად ყვავილი ია.


    II - ფაზა -   სიღრმისეული წვდომა
     
ორგანიზების ფორმა - მთელი კლასი
( 10 წთ )

ასო ბგერა ,,ა“ და ,,ი“ - გაცნობა. კითხვა პლაკატიდან დემონსტრაციულად, გუნდურად, ინდივიდუალურად.
  ელექტრონული პრეზენტაციის ჩვენება.

   III - ფაზა - რეფლექსია               
 ორგანიზების ფორმა - მთელი კლასი

  ( 8  წთ)

     
უპასუხეს დასმულ კითხვებს. დასვეს კითხვები მოსწავლეებმაც.
პლასტილინის ჯოხებით გრაფიკულად გამოსახეს ,,ი“ და ,,ა“.
               






საშინაო დავალება: (1წთ)
ახსნილი, პირველი საანბანო გაკვეთილის სწრაფი, სწორი და გამართული კითხვა.








სახელმძღვანელო, პლაკატი, პლასტილინი, კომპიუტერი, პროექტორი, სლაიდშოუ.








                                 

                                  შეფასება: მიმდინარე განმავითარებელი; (1წთ)

ურთიერთშეფასება (საჭიროების შემთხვევაში);

ჰოლისტური შეფასების სქემა:

კრიტერიუმები
სრულად
ნაწილობრივ
მცირედ
თხრობენ მსჯელობენ და კითხულობენ თანმიმდევრულად.




  გაკვეთილის ფოტომასალა









Комментариев нет:

Отправить комментарий