კონფერენციები



მასწავლებელთა მეორე ეროვნული   კონფერენცია:    

„საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“ -                                                                                                                                                                
                                                             


კონფერენციის მოხსენება

პროქტით სწავლება ____ გამჭოლი პრიორიტეტული კომპეტენციები და სკოლისგარეშე  დაწესებულების ჩართვა პროექტგაკვეთილის განხორციელების პროცესში
       პროექტგაკვეთილი რომ სწავლების სხვა მეთოდებისაგან განსხვავებით ტიპიური ნიშნებით გამოირჩევა და კონკრეტული სასწავლო პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისაკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაოა, უკვე სადაოს აღარ წარმოადგენს განათლების სფეროში მომუშავე მეცნიერებისა თუ პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის. ყველა თანხმდება, რომ პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება ავითარებს შემოქმედებით, კვლევით, თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარებს. პროექტზე მუშაობა ცხადყოფს, რომ როგორც მასწავლებლის ასევე მოსწავლის წინაშე დგება ახალი ამოცანები. ასეთი სწავლება ხომ აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა. პროექტზე მუშაობის დროს პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეები შეძენილ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს იყენებენ პრაქტიკაში. პროქტით სწავლება იწვევს მოსწავლეთა მოტივაცისა და პასუხისმგებლობის ამაღლებას, მაშინაც კი თუ სამუშაო პროცესი ხანგრძლივია, მაინც დიდი მონდომებით ასრულებენ სამუშაოს.
     პროექტით სწავლება გულისხმობს სკოლისგარეშე დაწესებულების ჩართვას მისი განხორციელების პროცესში. სწორედ ამ კუთხით განვიხილავ მოხსენებას და გთავაზობთ საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებას. აქცენტს გავაკეთებ იმაზეც თუ როგორ უწყობს ხელს პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება გამჭოლი პრიორიტეტული  კომპეტენციების განვითარებას.
    სასწავლო პროექტის თემის შერჩევისას გავითვალისწინე მე-2 კლასის მოსწავლეთა მოთხოვნილებები, მიდრეკილებები და ინტერესი. შესაბამისად თემაც აქტუალური უნდა ყოფილიყო და აუცილებლად საგანთა შორის კავშირზეც ვფიქრობდი.  მოხდა სამი საგნის ინტეგრირება (ქართული /ინგლისური /ხელოვნება). პროექტის წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობდა გამჭოლი პრიორიტეტული კომპეტენციების განვითარებას. კერძოდ, სმიოტიკური, ციფრული წიგნიერებისა და  მრავალენობრივი კომპეტენციის განვითარებას იმ დოზით, რის საშუალებასაც მათი ასაკობრივი მზაობა იძლეოდა.
    პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის აუცილებელი იყო 21-ე საუკუნის უნარებისა და იმ კომპეტენციების შერწყმა რომლის განვითარებაც მიზნად დავისახეთ. საინტერესო იყო როგორ შეერწმებოდა ერთმანეთს ენობრივი აქტივობებითა და ციფრული ტექნოლოგიებით, ქსელური ძიებით მიღებული ცოდნა. ან კიდევ შეძლებდნენ? ვერბალური და არავერბალური საშუალებით გადმოცემული ინფორმაციის გააზრებას, ინტერპრეტირებას.
        პროექტგაკვეთილს დავარქვით „წერილი მზიანი ქვეყნიდან“.
         პროცესის მოკლე აღწერა:
         მოვახდინეთ მოსწავლეთა პროვოცირება სიმულაციით (გათამაშებული სცენარი). სკოლის დირექტორმა კლასში შემოიტანა დიდი კონვერტი წერილისა, რომელიც გაფორმებული იყო აფრიკული მოტივებით, ფერებით, მიმანიშნებელი აპლიკაციით. დაისვა შეკითხვა: რა შეიძლებოდა ამ წერილით გაგვეგო? წერილის გახსნამდე მოვისმინეთ ბავშვების ნააზრევი. მიეცათ დავალება; კარგად დაკვირვებოდნენ,  შეესწავლათ კონვერტის ვიზუალური მახასიათებლები და სახლში დაეწერათ კონვერტში მოთავსებული, გაუხსნელი  წერილის სავარაუდო შინაარსი. მეორე დღეს მეტად მნიშვნელოვანი სხვადასხვა აზრი მოვისმინეთ, ვცდილობდი მიმართულების მიცემას და ბოლოს შევჯერდით კონვერტის გახსნაზე. უმრავლესობის ნააზრევი დაემთხვა წერილის შინაარსს, ამ აქტივობამ გამოიწვია მათი მოტივირება და პასუხისმგებლობის გაზრდა.
       იმისათვის, რომ სემიოტიკური კომპეტენციის განვითარებაზე უნდა გვემუშავა, მეთოდიც შესაფერისი ავირჩიეთ.
       მეთოდი:  „ლექცია თვალსაჩინოებით“ - რომელიც დაეხმარა მათ თვალსაჩინოებით მიწოდებულ მასალაში ამოეცნოთ არსებითი საჭირო ინფორმაცია. აქ გამოვიყენე არა ვიზუალური მასალა, რომელიც ინფორმაციას შეავსებდა, არამედ მასალა რომელიც თვითონ იყო მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი. ვიზუალურად მიწოდებული ინფორმაცია იყო თვალსაჩინო, საინტერესო, ამიტომ მაღალი იყო მოსწავლეთა შემეცნებითი აქტიურობა. მათ გონებაში მოხდა მიწოდებული თვალსაჩნოების სიტყვიერ ფორმაში გადატანა და ლოგიკური თანმიმდევრული მსჯელობის აგება. აქვე მოახდინეს ერთმანეთის ნააზრევისა  და საკუთარი სემიოტიკური კომპეტენციის შეფასება.
       წერილის შინაარსის მიხედვით დაიგეგმა პროექტის განხორციელების გზები. აფრიკელი თანატოლები მათ აცნობდნენ თავიანთი ცხოვრების წესს, ტრადიციებს და ამის დასადასტურებლად უგზავნიდნენ ვიდეომასალას. ასევე სთხოვდნენ ქართველ თანატოლებს ქართული ეროვნული ტრადიციების, წეს-ჩვეულებებისა და ცხოვრების წესის ამსახველი ტექსტური და ვიდეო ინფორმაციის მიწოდებას.
    ბავშვევმა  დაიწყეს ინფორმაციის შეგროვება, დახარისხება, იყენებდნენ საინფორმაციო ტექნოლოგიებს (ეს აქტივობა ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა, ამიტომ ციფრული წიგნიერების კომპეტენციის განვითარებას შეუწყო ხელი). საკუთარი ხელით ამზადებდნენ  საახალწლო და საშობაო ბარათებს, შეადგინეს წერილი ინგლისურ ენაზე, რომელშიც უცხოელ თანატოლებს უყვებოდნენ ქართული საშობაო და საახალწლო ტრადიციების შესახებ (მრავალენობრივი კომპეტენცია). წერილს თან დაურთეს მოძიებული ვიდეომასალა. პატარა ამანათში ჩადეს ქართული ტრადიციული ნუგბარი, ჩურჩხელები და გოზინაყი, თავიანთი ხელით გაკეთებული პატარა ჩიჩილაკი და მისალოცი ბარათები. ეს ყველაფერი მოამზადეს აფრიკაში გასაგზავნად.
   პროექტი მიმდინარეობდა 2 თვის განმავლობაში, ამიტომ მიმართულებას ვაძლევდი მოსწავლეებს ძიების დროს და ვხელმძღვანელობდი სამუშაოებს.

შედეგი/პრეზენტაცია. მოსწავლეებს სურვილი გაუჩნდათ ორი თვის განმავლობაში შექმნილი ინტელექტუალური და შემოქმედებითი პროდუქტი  ეჩვენებინათ მოწვეული სტუმრებისათვის (მშობლები, სკოლის პედაგოგები). თითოეული მათგანი დიდი ინტერესით გადმოსცემდა საკუთარი შრომით მოძიებულ ინფორმაციას, წარმოადგინეს როლური თამაშები ქართულ ადათ-წესებზე,  მოაწყეს ბარათების გამოფენა. პრეზენტაციის ბოლოს  თითოეულ სტუმარს  საკუთარი ხელნაკეთი მისალოცი ბარათებით, მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი.
      საკლასო ოთახში პრეზენტაციით პროექტი არ დასრულებულა. მისი მნიშვნელობა სწორედ იმით იყო განპირობებული, რომ პროცესში ჩავრთეთ სკოლიგარეშე დაწესებულება, კერძოდ სიმონ ჯანაშიას  ეროვნული მუზეუმი. რომლის პროგრამაშიც „ახალი წლის დღესასწაულები საქართველოში“ - ჩაერთნენ პროექტის მონაწილე ბავშვები. ამ პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები ესტუმრნენ მუზეუმს და მრავალფეროვანი ვიზუალური მასალის საშუალებით გაეცვნენ ახალი წლის მიგებების უძველეს ქართულ ტრადიციებს, ახალ წელთან დაკავშირებულ სარიტუალო საგნებსა და მათ სიმბოლურ დანიშნულებას. მუზეუმში სტუმრობას თან ერთვოდა პრაქტიკული ნაწილი - ჩიჩილაკის დამზადება და მორთვა, რიტუალური პურების გამოძერწვა, საახალწლო ხონჩის დამზადება და სხვა.
   დასკვნა:
      პროექტზე მუშაობისას ცხადი გახდა, რომ რეალური პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეები შეძენილ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს იყენებენ პრაქტიკაში, აუმაღლდათ მოტივაცია და პასუხისმგებლობა. ისინი ერთად მონაწილეობდნენ პრობლემის გადაჭრაში და წარმოადგინეს საერთო საბოლოო პროდუქტი. ამას ხელი შეუწყო პროცესში სკოლისგარეშე დაწესებულების ჩართვამ პროექტის საბოლოო, შემოქმედებითი პროდუქტის შექმნაში. რადგან არაფორმალურ გარემოში პასუხისმგებლობამ უფრო იმატა.
    პროექტგაკვეთილი მოსწავლის თვითრეალიზაციას უწყობს ხელს, ამით იგი პირდაპირკავშირშია გამჭოლ პრიორიტეტულ კომპეტენციებთან, რადგან მათი ფლობა გადამწყვეტია თანამედროვე სამყაროში თვითრეალიზებისა და სათანადო ადგილის დამკვიდრებისათვის.
გამოყენებული ლიტერეტურა:
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა (2007) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი

ნინიძე ქ. ,,პროექტზე დაფუძნებული სწავლება და მისი პერსპექტივები“, ჟურნალი მასწავლებელი N 5 2011, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გამოცემა

გახელაძე გ. ლობჟანიძე ს. რატიანი მ. (2011) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გზამკვლევი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

,,რა არის სწავლების მეთოდი და როგორ შევარჩიოთ იგი“
სკოლის ბაზაზე მასწვალებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგის მასალები






 



მასწავლებელთა მესამე ეროვნული   კონფერენცია:  






                                                 პრეზენტაციის ანოტაცია
                შსო - შებრუნებული საკლასო  ოთახი
   მასწავლებელი მეთოდურად კარგად დაგეგმილი გაკვეთილითა და დამუშავებული სასწავლო მასალით მოსწავლეებს შესასწავლი საკითხების გააზრებაში ეხმარება. გაკვეთილის დაგეგმვას ის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტით - შესასწავლი მასალის მეთოდური დამუშავებით - იწყებს. მისი მიზანია დაამუშაოს მასალა ისე, რომ მოარგოს სხვადასხვა ტიპის მოსწავლეებს. ამისათვის ის გამუდმებით უნდა იკვლევდეს თავის სამიზნე აუდიტორიას და პოულობდეს პასუხს კითხვაზე, როგორ და რა გზით დააკმაყოფილოს მოსწავლეთა ინდივიდუალური მოთხოვნები და სწავლის განსხვავებული სტილი.
    სწავლების სხვადასხვა ეტაპზე მასწავლებელს სჭირდება, გასცდეს სახელმძღვანელოს ჩარჩოებს ... სწავლა / სწავლების განსხვავებული სტილი ვახსენეთ ზემოთ ... შსო - ეს არის მეთოდი რომელიც სცილდება ზემოთ განვითარებულ მსჯელობას და ამ ყველაფერს შებრუნებულად წარმოგვიდგენს. მაშასადამე, მასწავლებელი აუხსნელად, (სკალფოლდინგის გარეშე) მაგრამ წინარე ცოდნაზე დაყრდნობით, ახდენს მოსწავლეთა ცოდნის კონსტრუირებას. ამ მეთოდში მთავარია ისტ ტექნოლოგიები, რადგან მოსწავლე ახალ მასალას ეცნობა და სწავლობს სახლში მასწავლებლის მიერ მომზადებული ვიდეოგაკვეთილით რომელიც ანიმაციური სურათებითა და ტექსტებითაა გაფორმებული და მასწავლებელი ახმოვანებს. ვიდეოს ბოლოში დართული აქვს კითხვები მასალის ჩასაღრმავებლად, როგორც დაბალი, ასევე მაღალი სააზროვნო უნარებისათვის. ამ ხმოვან გაკვეთილს მასწავლებელი კლასის მართვის სისტემით ყველა მოსწავლეს უგზავნის  ,,ბუკებ“-ში. სახლში  შესწავლის შემდეგ, მომდევნო გაკვეთილზე სკოლაში ხდება მასალის გააზრება მასწავლებელთან ერთად.
  ჩემს მიერ მომზადებული პრეზენტაცია ამ მეთოდს ეძღვნება. მინდა გავუზიარო კოლეგებს მეთოდის  უპირატესობა და ის თუ როგორ აქტიურად ვიყენებ მას სასწავლო პროცესში. რადგან მისი დადებითი მხარეა ის, რომ; მოსწავლეზეა ორიენტირებული● დიფერენცირებული სწავლების შესაძლებლობას იძლევა ● სიღრმისეულ გაგებაზეა ორიენტირებული● მოსწავლე სწავლობს ბუნებრივი რიტმით● მოქნილია დრო მოსწავლისათვის● ავითარებს მეტაკოგნიტურ უნარებს - მოსწავლე სწავლობს, როგორ ისწავლოს● მასწავლებელი დროს და რესურსს ეფექტურად იყენებს● მეტი დრო სუსტი მოსწავლეებისთვის● სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვის მეტი შესაძლებლობა.~
  ასევე გავაცნობ კოლეგებს ჩემს ,,ელექტრონულ ბიბლიოთეკას“(აწ უკვე რესურსს) რომელიც მეთოდის ხშირი გამოყენების შედეგად დამიგროვდა.                                                                                                                          
                                                                                                                                                          



Комментариев нет:

Отправить комментарий