ბლოგის შეფასების კითხვარი

понедельник, 30 марта 2026 г.

 

გრძელვადიანი სასწავლო პროექტი-,,პირველი ნაბიჯები მეცნიერებისკენ”

 

პროექტის ხელმძღვანელი:  ლალი პაპოშვილი

სამიზნე ჯგუფი/პროექტის მონაწილეები: სსიპ აკაკი კივილაძის სახელობის ქ. თბილისის N8 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები

პროექტის ვადები/მიმდინარეობა: 10.11.2025 – 06. 03. 2026

 

პროექტის პრეზენტაცია გაიმართა 2026 წლის 6 მარტს. პრეზენტაციას დაესწრნენ მასწავლებლები და მოსწავლეთა მშობლები

 

პროექტის მიზანი:

მოსწავლეს განუვითარდეს:

აღმოჩენებით სწავლა-სწავლების უნარი;

მომავლის ხედვის უნარი საკლასო ოთახიდან;

კვლევითი უნარი;

მოპოვებული ინფორმაციის დამუშავებისა და პრეზენტაციის უნარი;

გაუფართოვდეს თვალსაწიერი;

 

პროექტის მთავარი იდეა:

თანამედროვე მოსწავლისთვის არაპოპულარულია სამეცნიერო სფერო, არ უჩნდება ინტერესი, არ სვამს შეკითხვას, შემოიფარგლება ვიწრო, ნაკლებად ღირებული საკითხებით;

პროექტული სწავლება კი, თემას საინტერესოს გახდის, გაეცნობიან გამოგონებებს რომლებმაც კაცობრიობის ისტორია შეცვალა.

 

 

პროექტის აქტუალობა:

მოსწავლეები იკვლევენ მისთვის საინტერესო საკითხს; სწავლის პირველივე წლებში დაფიქრდებიან

შეკითხვებზე,  ,,ვინ ვარ მე?”, ,,რას შევცვლი მომავალში იმ სფეროში რომელიც 10 წლის ასაკში უკვე მაინტერესებს?” და ,,როგორ მინდა ვიცხოვრო?” - რომელზე პასუხის გაცემა დაეხმარება ინტერესების აღმოჩენაში.

 

პროექტის მსვლელობის დროს განხორციელებული აქტივობები:

საკვლევი საკითხის შესწავლა;

 ვიზიტი, სამეცნიერო მუზეუმ ,,ექსპერიმენტორიუმში”;

ინფორმაციის დახარისხება;

საპრეზენტაციო ,,პოსტერის” მომზადება;

PPT პრეზენტაციის მომზადება;

პრეზენტაცია.

 

პროდუქტი/სარგებელი:

მატერიალური: პოსტერი, PPT პრეზენტაცია, საჩუქრები ,,ექსპერიმენტორიუმიდან“;

ინტელექტუალური: გაფართოებული თვალსაწიერი,  შესწავლილი საკვლევი საკითხი;

პროექტის PPT პრეზენტაცია: 





















понедельник, 22 июня 2020 г.

   მიყვარხართ  



♥♥♥♥♥


დისტანციურად განხორციელებული სასწავლო პროექტი - ,,ასტრიდ ლინდგრენი ბავშვებს ცხოვრებას უფერადებს"

პროექტის პრეზენტაცია 
https://drive.google.com/file/d/1TIPcWQTJrhHXig_uAk26r75onN4jaQMP/view

პრეზენტაცია / რესურსი პროექტისთვის - ,,იუნიბაკენი"
https://drive.google.com/file/d/18ffbkqMUnDOSMDaAmHop2UHeWzuldpqf/view?usp=sharing

вторник, 10 декабря 2019 г.

25.11.2019

დიორამა - ანტუან დე სენტ ეგზიუპერის ,,პატარა უფლისწულის" მიხედვით შექმნილი სამგანზომილებიანი სცენა უსაყვარლესი სასწავლო მეთოდი ბავშვებისთვის! რა თქმა უნდა, ,,როლური თამაშის" შემდეგ 🤔🤔😂😂💖💖...



























пятница, 1 ноября 2019 г.

01. 11. 2019

დავასრულეთ! ოხ, რა კარგი იყო! 💖💖💖💖💖💖💖💖💖💖💖💖💖🎉🎉🎉🌟🌟🌟📖📖📖
 კორექტულად, ეტიკეტის სრული დაცვით გამოთქვეს საკუთარი მოსაზრება აზრთა გაცვლა-გამოცვლის დროს.
 ყურადღებით უსმენდნენ სხვათა მოსაზრებებს, არ აწყვეტინებდნენ მოსაუბრეს ლაპარაკს!
Ø  ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე აზრის გამოთქმისას/მსჯელობისას ცდილობდნენ  მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ასპექტის გამოკვეთას;
Ø    ასახელებდნენ მოსმენილი ტექსტიდან ესთეტიკურად ღირებულ ადგილებს;
Ø    აფასებდნენ გმირის საქციელს და განმარტავდნენ თავის დამოკიდებულებას;
Ø  უკავშირებდნენ პერსონაჟის მოქმედებას პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას და იხსენებდნენ მსგავს სიტუაციებს;
Ø    გამართეს დისკუსია;
გამოხატეს საკუთარი ემოციები/განცდები და ცდილობდნენ მათ ახსნას!